ასპინძის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მომწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2017 წლის 7 დეკემბერი დაბა ასპინძა |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“ საქათველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს.
მუხლი 2. განათლება და გამოცდილება
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება( არანაკლებ ბაკალავრი) ან სხვა პედაგოგიური სასწავლებელი აღმზრდელის სპეციალობით;
ბ) 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
დ) ან/და გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).
მუხლი 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
სასურველია იცოდეს:
ა) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
მუხლი 4. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;
ე) განათლების ძირითადი თეორიები;
ვ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
ზ) ორგანიზაციული საქმიანობის ძირითადი პრინციპები;
თ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;
ი) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
კ) ინვენტარიზაციის პროცედურები;
2.საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;
ე) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;
ვ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
თ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;
ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, მუშაობა.
მუხლი 5. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
გ) სხვა კანონით დადგენილი საფუძვლით.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები
მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.