⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,307 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
05.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №31 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი  დანართი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ადმინისტრაციული სამსახური 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ  კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადამიანური რესურსების მართვას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა  თვითმმართველ   ერთეულებთან   და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის  სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან  ურთიერთობის,  საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილებისაგან. 3. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება მერიის  დებულების  მე-9 მუხლით და  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოსამსახურეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების  უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა  და  ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან; დ)მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ)  ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) უზრუნველყოფს ერთიან ელექტრონულ საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას; ი) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; კ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; ლ)  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; მ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; ნ) მუნიციპალიტეტის  სხვა თვითმმართველ  ერთეულებთან,  ადგილობრივ  თვითმმართველობათა  ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) კოორდინაციას უწევს მერიის თანამდებობის პირების და მერიის მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; პ) მუნიციპალიტეტის  ოფიციალური  ღონისძიებების  დაგეგმვასა  და  ორგანიზებას;  ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ჟ) ადგილობრივი  თვითმმართველობის  თანამდებობის  პირების  პრესკონფერენციების  ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოების  საქმიანობის  შესახებ  ყოველთვიური  პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; რ) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას   და   კონტროლს,   საკადრო   საკითხებთან   დაკავშირებით   სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ს) მერიის   მოსამსახურეთა   პირადი   საქმეების   წარმოებას;   მერიის   მოსამსახურეთა   მიერ  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ტ) მუნიციპალიტეტის  შტატგარეშე  და  დამხმარე  მოსამსახურეებთან  შრომითი  ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; უ) მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; მონიტორინგს მერიის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ფ) მერიის სტრუქტურული  ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ქ) მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ღ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; ყ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; შ)  მერიის  საჯარო  მოსამსახურეთა  სტაბილურობის, სამსახურებრივი  გადაადგილების  და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ჩ)  მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა  ატესტაციების  და ვაკანტურ  თანამდებობაზე  კონკურსის  ჩატარების ორგანიზებას; ც) მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი  მომზადების,  გადამზადებისა  და  კვალიფიკაციის  ამაღლების  ორგანიზებას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ  მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ძ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; წ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და  საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან; დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების მონიტორინგს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ)  ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) უზრუნველყოფს ერთიან ელექტრონულ საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) უზრუნველყოფს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოებას; ი) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; კ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; ლ) მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების  უზრუნველყოფას  და  კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით   სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მ)  მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის   მოსამსახურეთა   მიერ  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ნ)  მუნიციპალიტეტის  შტატგარეშე  და  დამხმარე  მოსამსახურეებთან  შრომითი  ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; ო) მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; მონიტორინგს მერიის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; პ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; ჟ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; რ)  მერიის  საჯარო  მოსამსახურეთა  სტაბილურობის,  სამსახურებრივი  გადაადგილების  და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ს)  მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა  ატესტაციების  და ვაკანტურ  თანამდებობაზე  კონკურსის  ჩატარების ორგანიზებას; ტ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; უ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ბ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ)  ადგილობრივი  თვითმმართველობის  თანამდებობის  პირების  პრესკონფერენციების  ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; დ) უზრუნველყოფს აქტიურ თანამშრომლობას მასმედიის წარმომადგენლებთან და მათთან აწარმოებს ინფორმაციის  გაცვლას; უზრუნველყოფს  პრესისა და ტელევიზიის მიერ მომზადებული მასალების გაცნობას შემდგომი რეაგირების მიზნით; ე) მუნიციპალიტეტის  თანამშრომლობის  ორგანიზებას  საქართველოსა  და უცხოეთის  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) კოორდინაციას უწევს მერიის თანამდებობის პირების და მერიის მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; ზ)  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; თ)   ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას; ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის ფუნქციონირებას; კ) საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების კოორდინაციას; მ)  მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას; ნ)  მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ო) მერიის სტრუქტურული  ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; პ) მონიტორინგს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ჟ) მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების,  გადამზადებისა  და  კვალიფიკაციის  ამაღლების  ორგანიზებას;  კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ  მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.