საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 49-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საჯარო ინფორმაციის რაოდენობის თაობაზე
2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 777 განცხადება. კერძოდ:
2016 წლის დეკემბრის თვეში – 43 განცხადება;
2017 წლის I კვარტალში – 205 განცხადება;
2017 წლის II კვარტალში – 179 განცხადება;
2017 წლის III კვარტალში – 176 განცხადება;
2017 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში – 174 განცხადება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, განცხადებების ელექტრონული ფორმის წარმოდგენით, ოფიციალური ვებგვერდის www.supremecourt.ge მეშვეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №1/225 გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ფარგლებში, სასამართლო ყოველ კვარტალში აქვეყნებს საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკასა და ყოველწლიურად ათავსებს სტატისტიკურ კრებულს „მართლმსაჯულება საქართველოში“.
2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის თაობაზე
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან:
4 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას (773 განცხადება):
1. დაკმაყოფილდა 745 განაცხადი.
კერძოდ:
2016 წლის დეკემბრის თვეში – 40 განაცხადი;
2017 წლის I კვარტალში – 189 განაცხადი;
2017 წლის II კვარტალში – 174 განაცხადი;
2017 წლის III კვარტალში – 168 განაცხადი;
2017 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში – 174 განაცხადი.
2. არ დაკმაყოფილდა 23 განაცხადი.
კერძოდ:
2016 წლის დეკემბრის თვეში არ დაკმაყოფილდა 3 განაცხადი (2 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო 1 არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2017 წლის I კვარტალში – 9 განაცხადი (7 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო 2 არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2017 წლის II კვარტალში – 3 განაცხადი (სამივე შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული);
2017 წლის III კვარტალში – 8 განაცხადი (4 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო 4 არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 5 განაცხადი.
კერძოდ:
2017 წლის I კვარტალში – 3 განაცხადი (2 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული, ხოლო 1 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე);
2017 წლის II კვარტალში – 2 განაცხადი (ორივე შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული);
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა საჯარო მოსამსახურეებმა:
სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელმა – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 9, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საერთო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 80, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ – 79, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ – 1 (არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).
კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელმა – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 15 , მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ – 14, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 1 (არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).
სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელის მოადგილემ – საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 10, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სასამართლო პრაქტიკის განზოგადების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 1, მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელის მოადგილემ – ეროვნული სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 26, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ – 24, ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ – 2 (ორივე მოთხოვნა ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).
სამართლებრივი მხარდაჭერის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 3, სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი მხარდაჭერის სტატისტიკის სექტორის უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 169, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ – 150, ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ – 3 (ამ შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული), დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ – 16 (ყველა შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით არ იყო გათვალისწინებული).
თავმჯდომარის ბიუროს მთავარმა კონსულტანტმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 45, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი მხარდაჭერის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 23, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი მხარდაჭერის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 208, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ – 204, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ – 4 (არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).
სამართლებრივი მხარდაჭერის სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 177, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 5, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსმა – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა – სულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 2, მათ შორის, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ – 1, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ – 1 (არ დაკმაყოფილდა კანონის საფუძველზე).
გ) პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქმის წარმოების მიზნებისთვის მონაცემების შეგროვებისას, ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო აპარატის თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის თაობაზე დისციპლინური პასუხისმგებლობა
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
1. განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოში დაცული არ იყო (1 შემთხვევა);
2. სასამართლოს მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებდა მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას (16 შემთხვევა), ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა;
3. განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენდა პერსონალური სახის ინფორმაციას და განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით არ წარმოუდგენია იმ პირთა თანხმობა, ვის შესახებაც ინფორმაციას ითხოვდა (6 შემთხვევა).
ვ) ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების თობაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე არ ყოფილა გასაჩივრებული სასამართლოში.
ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ხარჯებისა და ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასური 913 ლარი და 40 თეთრი დარეგისტრირებულია უზენაესი სასამართლოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში.