სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიშს:

ა) მიმდინარე წლის განმავლობაში სსიპ - თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია 5 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, ხუთივე მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა ბიბლიოთეკის მიერ. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ასევე ბიბლიოთეკის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე, სახალხო დამცველის მიერ საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით წარმოდგენილ იქნა ერთი მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად.

დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ - თბილისის მთავრ ბიბლიოთეკაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

ე) სსიპ - თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ბიბლიოთეკის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 

ამასთან ბიბლიოთეკის 2017 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 5

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

1

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

 

სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის

გენერალური დირექტორი   

ზურაბ წერეთელი                                           

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2017.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიში“?
„სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 06.12.2017. მიმღები ორგანო — სსიპ ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ - თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის 2017 წლის ანგარიში“, №0, 06.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3883485/