⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,399 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
05.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლი პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის დებულება“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის   ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №34 დადგენილება  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი  დანართი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ქონების მართვის , ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის , ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური 1. მერიის ქონების მართვის , ეკონომიკური განვითარების , სტატისტიკის , ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავებას , მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას , მუნიციპალიტეტის ქონების მართვას . 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად . 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით . მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან . 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია : ა ) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ; ბ ) ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება . 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე -9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან . 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ -ერთ საჯარო მოხელეს . 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლების , მათ შორის , დაწინაურების , გადაყვანისა და ა .შ . წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონის შესაბამისად . მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , პროგრამების და პროექტების მომზადებას , მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას ; ბ ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ; გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას ; დ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის , ინვესტორებთან თანამშრომლობის , შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე ; ე ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს ; ვ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ; ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას , უფლებრივ ზონირებას ; თ ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას ; ი ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ; კ ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ; ლ ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; მ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; ნ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ; ო ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; პ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების , აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას , ინვენტარიზაციას , მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას ; ჟ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას ; რ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე ; ს ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე ; ტ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის , შეძენის , პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე ; უ ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე , მოვლა -პატრონობაზე , მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე ; ფ ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის , აქციონერის უფლება - მოვალეობათა განხორციელებას ; ქ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; ღ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა -პატრონობას ; ყ ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას ; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას ; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე ; შ ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; ჩ ) წყალმომარაგების (მათ შორის , ტექნიკური წყლით მომარაგების ) და წყალარინების უზრუნველყოფას ; ც ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე ; ძ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების , ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე ; წ ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას ; ჭ ) სასაფლაობის მოვლა -პატრონობას , შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას ; ხ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 4🔗. სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას , პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; ბ ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ; გ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებასა და ანალიზს , სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ; დ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ; ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ; ვ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად ; ზ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას ; თ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას ; ი ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას ; კ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას ; ლ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას ; მ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ; ნ ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ; ო ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ; პ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით ; ჟ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ; რ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . მუხლი 5🔗. სამსახურის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; ბ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ; გ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; დ ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე დასკვნების /პროექტების შემუშავებას ; ე ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ; ვ ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას ; ზ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე ; თ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის , უფლებრივი ზონირების , ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე ; ი ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; კ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ; ლ ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას ; მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .