სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

მიღების თარიღი 28.12.2016
ძალაში შესვლა 27.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №18/215
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016508
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2017
matsne.gov.ge 1,100 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2016 მიღება
27.11.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 99% 15.12.2014 სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 22.12.2015 სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 16.12.2013 „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 24.12.2019 საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 29.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის პრეამბულა საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში, როგორც ცალკე აღებული „მხარე“ და ერთად „მხარეები”), ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის საქმეში წვლილის შეტანის მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი I მიზანი ამ შეთანხმების მიზანია, განსაზღვროს საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი 4.500.000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) თურქული ლირის ექვივალენტის აშშ დოლარებში,  ფინანსურ რესურსების განაწილების საფუძვლები, რომლისგანაც 4.000.000 (ოთხი მილიონი) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების (გამოყოფილი რესურსი გამოიყენება საინჟინრო ბრიგადის მოდერნიზაციისათვის) შესასყიდად და 500.000 (ხუთასი ათასი) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარებში გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ. მუხლი II ფარგლები ამ შეთანხმების შესაბამისად, 4.000.000 (ოთხი მილიონი) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსები საქართველოს მთავრობისათვის ხელმისაწვდომი იქნება ფინანსური კონტრიბუციის სახით, როგორც თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად (გამოყოფილი რესურსი გამოიყენება საინჟინრო ბრიგადის მოდერნიზაციისათვის)  საჭირო ფინანსურ ხარჯები თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  500.000 (ხუთასი ათასი) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსი გამოიყენება საქართველოს/მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაციისათვის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის პრინციპების შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი იქნება ცალკე ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეთა უწყებების მიერ. მუხლი III კომპეტენტური ორგანოები და საკონტაქტო პირები ეს შეთანხმება განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ და საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ამ შეთანხმების საკონტაქტო პირები არიან საქართველოს სამხედრო ატაშეს ოფისი ანკარაში, თურქეთში და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ოფისი თბილისში, საქართველოში. მუხლი IV განხორციელების პრინციპები 1. 4.000.000 (ოთხი მილიონი ) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარებში ფინანსური რესურსებით თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან, სამხედრო მიზნებისათვის საქონლის შესყიდვის შემთხვევაში: ა. თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს ან აღემატება 4.000.000 (ოთხი მილიონი ) თურქული ლირის ექვივალენტს აშშ დოლარებში, 4.000.000 (ოთხი მილიონი ) თურქული ლირის ექვივალენტის აშშ დოლარებში 100%-ი. ბ. თუკი შესყიდული საქონლისა და მომსახურების ღირებულება ნაკლებია 4.000.000 (ოთხი მილიონი) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარებში, 4.000.000 (ოთხი მილიონი ) 100%-ი. ხელმისწვდომი იქნება ნაღდი ფულის სახით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ცენტრალური ბანკისათვის მიცემული ბრძანების საფუძველზე შეთანხმების პრინციპების შესაბამისად იმ კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, რომლისგან იქნა შესყიდვა განხორციელებული და რომელიც განსაზღვრულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. 2. საქართველის მთავრობისათვის ამ შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილი რესურსი გამოიყენება ამ შეთანხმების მუხლი X შესაბამისად. გამოუყენებელი ქონება დაბრუნდება თურქეთის რესპუბლიკის ხაზინაში. 3. საქართველოს მთავრობა თურქეთში შესყიდვის განხორციელებამდე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გაუგზავნის გამოყოფილი რესურსების შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნათა ნუსხას (პრიორიტეტების ჩათვლით). თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კოორდინირებით, განსაზღვრულ იქნება შესაბამისი კომპანიები და საქართველოს მთავრობა დაიწყებს თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან შესყიდვის პროცესს. 4. გადახდები განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ იმ კომპანიების საბანკო ანგარიშზე, რომლისგანაც იქნა საქონელი შესყიდული და რომელიც განსაზღვრული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ შემდეგი პირობების შესრულების შემდეგ: ა. საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის კონტრაქტის ხელმოწერისა და შესრულების შემდეგ. ბ. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ნოტის მეშვეობით განაცხადებს, რომ საქონელი და მომსახურება იქნა მიწოდებული. 5. თუკი საქართველოს მთავრობა განახორციელებს შესყიდვას, რომელიც აღემატება გამოყოფილი რესურსების ოდენობას, საქართველოს მთავრობა  გამოყოფს გამოყოფილ ფინანსურ რესურსზე დამატებით რესურსს. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა არ განახორციელებს ამ შეთანხმებაში აღნიშნულ თანხაზე მეტ გადახდას. დამატებითი თანხა გადახდილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. 6. ის ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსური რესურსების გამოყოფასთან, როგორიცაა ტვირთის გადაზიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი, გადაფუთვა, სწავლება, მგზავრობის ხარჯები და ყოველდღიური ხელფასი, დაზღვევა, გადასახადები, ბანკის საკომისიო და განსხვავებები ვალუტის გადაცვლისას, ასახული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის დადებულ შესყიდვის კონტრაქტში. 7. შესყიდვის პროცესის ფარგლებში განსახორციელებელი ვიზიტები დაიწყება ამ შეთანხმების მუხლი IX შესაბამისად ძალაში შესვლის შემდეგ. ამ პროცესთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლობის ხარჯები, დაფარულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ. შესყიდვის პროცედურების განხორციელების განმავლობაში, გამოიყენება თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი მარეგულირებელი დებულებები; საქონლისა და მომსახურების საქართველოში გადაცემის შემდეგ, გამოიყენება საქართველოში არსებული დებულებები.  მუხლი V საქონლისა და მომსახურების გამოყენების უფლება 1. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა თანახმაა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გადაცემული ფინანსური რესურსებით შეძენილი ინვენტარიდან მოხსნილი ქონებისა და მომსახურებით მიღებული შემოსავალი გადარიცხოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნულ საბანკო ანგარიშზე. 2. საქართველოს მთავრობა თანხმდება, რომ საქონელსა და მომსახურებას ან მათ გამოყენების უფლებას არ გადასცემს სხვა ქვეყანას ან მესამე მხარეს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე. 3. ამ შეთანხმების პირობები არ ვრცელდება ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მხარეები არის ორთავე მხარე და არ გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ. მუხლი VI საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება მხარეები არ გაუჟღავნებენ შეთანხმების შინაარსს და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციას მესამე მხარის მთავრობას, კომპანიას ან პირს მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ მუხლში დაფიქსირებული საიდუმლო ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება მხარეებზე ვრცელდება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. მუხლი VII დავათა გადაწყვეტა ამ შეთანხმების განხორციელებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს მხარეები გადაწყვეტენ დიპლომატიური არხებით მილაპარაკებების და/ან კონსულტაციების გზით ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლოს, საარბიტრაჟო ორგანოსა ან მესამე მხარისადმი დავის გადასაწყვეტად მიმართვის გარეშე. თუკი მხარეთა შორის დიპლომატიური არხების საშუალებით მოლაპარაკებებით არ იქნა მიღწეული შეთანხმება, შეთანხმება შეწყდება მუხლ X მოცემული პროცედურების შესაბამისად. მუხლი VIII ცვლილებები და დამატებები 1. თითოეულმა მხარემ შეიძლება წამოაყენოს წინადადება წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მხარეები წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დაიწყებენ მოლაპარაკებებს. 2. მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული ცვლილებები ძალაში შევა მუხლ IX მოცემული პროცედურების შესაბამისად. ამგვარი სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 3. თუკი კონსულტაციების დაწყებიდან 60 დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, შეთანხმება შეწყდება მუხლი X დებულებების შესაბამისად. 4. მოლაპარაკებების პროცესის განმავლობაში მხარეები გააგრძელებენ შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას. მუხლი IX რატიფიკაცია და ძალაში შესვლა ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების საშუალებით მიღების დღიდან. მუხლი X მოქმედების ვადა და შეწყვეტა 1. ეს შეთანხმება ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. თუკი საქართველოს მთავრობასთან გამოყოფილ ფინანსური რესურსების გამოყენება სრულად ამოიწურება, ეს შეთანხმება შეწყდება მეორე წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც მხარეები ერთმანეთს უდასტურებენ  აღნიშნული ფინანსური რესურსების სრულად ამოწურვას. 2. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ან დაასკვნის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ შეთანხმებების დებულებებს, მხარეებს შეუძლიათ წერილობით მოითხოვონ კონსულტაციები. კონსულტაციები დაიწყება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. თუკი 60 (სამოცი) დღის განმავლობაში არ იქნა მიღწეული არანაირი შედეგი, ერთ-ერთი მხარე შეწყვეტს შეთანხმებას უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში. 3. შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს ამ შეთანხმების მუხლი V-ის დებულებებზე. მუხლი XI ტექსტი და ხელმოწერა 1. ეს შეთანხმება მომზადდა ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერი დავის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. 2. ამის დასტურად, ორივე მხარის მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელმოწერები, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას ქ. ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკა,  2016 წლის 28 დეკემბერს. საქართველოს მთავრობის სახელით თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით