„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პროფესიული განათლების შესახებ 28.03.2007
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო;“.
2. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 151. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1677-რს |