📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.2017
ძალის დაკარგვა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 460 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2017 მიღება
05.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №31 2017 წლის 6 დეკემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახურის დებულება“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №35 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი  დანართი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის  მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახური 1. მუნიციპალიტეტის  მერიის  განათლების,  კულტურის,  ძეგლთა დაცვის,  სპორტისა  და ახალგაზრდულ  საკითხთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2.  სამსახურის    საქმიანობას   წარმართავს   სამსახურის    უფროსი,    რომლის     უფლებამოსილებები     და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა  აღწერილობით.  უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მერის ბრძანებით  სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 4.   სამსახურის   მოსამსახურეების    მოხელეთა   თანამდებობაზე    დანიშვნა-გათავისუფლების,    მათ   შორის, დაწინაურების,  გადაყვანისა  და  ა.შ.  წესები  განისაზღვრება  მერიის  დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების,  კულტურისა და სპორტის  მუნიციპალური  პროგრამების  შემუშავებასა  და განხორციელების კოორდინაციას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ)  მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების  და კულტურის   სხვა   დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;  ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ზ)  მუნიციპალური  სტადიონების,  სპორტული  მოედნების,  საცურაო  აუზების,  სპორტული  კომპლექსების მართვას; თ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ი)  წინადადებების   შემუშავებას   კულტურის,   განათლებისა   და  სპორტის  დაწესებულებების   შექმნისა  და რეორგანიზაციის საკითხებზე; კ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ლ)  ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული   პოლიტიკის    განვითარების     ხელშეწყობის     მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; მ) ახალგაზრდობის  პრობლემების შესწავლას,  წინადადებათა   შემუშავებას   არსებული   მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ნ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას; ო) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა  მოვლა-შენახვას, აღრიცხვას,   რეკონსტრუქციასა   და რეაბილიტაციას; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას; ჟ) მოქმედი  კანონმდებლობითა  და  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას.