ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III
თავის დებულებების შესრულების თაობაზე
2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 16 (თექვსმეტი), დაკმაყოფილდა 16 (თექვსმეტი) განცხადება.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად
2017 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საჯარო მოხელის მიერ: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი თენგიზ მუზაშვილი.
2017 წლის განმავლობაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2017 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 0 ლარი.