საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს - ანგარიში საჯარო ინფორმაციის თაობაზე (10
დეკემბრის ანგარიში)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მაცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის № 23/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს. აღნიშნული სამმართველოს უფროსად დანიშნულია ნინო გაბრიელაშვილი.
2017 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინარე წარმოდგენილ იქნა 619 განცხადება (საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში მოთხოვნა არ შემოსულა), მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობა შეადგენს 256, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში შემოსული განცხადებები, უმეტესწილად, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის ერთზე მეტ, ხშირ შემთხვევაში კი − მრავალ მოთხოვნას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წარმოდგენა უზრუნველყოფილია სამინისტროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით (http://mes.gov.ge/ publicInfo/?page_id=13) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
წარმოდგენილი განცხადებებიდან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი რეაგირება განხორციელდა ყველა მოთხოვნაზე. დასაბუთებული უარი ეთქვა 22 განმცხადებელს, ნაწილობრივ უარი 2 განმცხადებელს (აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი). 10 განცხადებაზე მიმდინარეობს წარმოება. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და შენახვას. სამინისტროში პერსონალური მონაცემები დაცულია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eflow) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავების და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და სხვისთვის გადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად.
2017 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
2014 წელს წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე სამინისტროს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, რომელთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამჟამად მიმდინარეობს. 2016 წელს სამინისტროს გადაწყევტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გასაჩივრდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, რომელთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამჟამად მიმდინარეობს.
2017 წლის განმავლობაში სამინისტროში წარმოდგენილი იქნა 1 ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. ვინაიდან სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული იყო შესაბამისი რეაგირება მოთხოვნის ფარგლებში, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს არ გაუწევია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი