გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის , კასპის , ქარელის , ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო

რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის თანახმად გაცნობებთ, რომ 2017 წლის განმავლობაში გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 7 განცხადება, აქედან თითოეული განცხადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა განხილული და დაკმაყოფილებული.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად, შემდგომში არც გასაჩივრებულა ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში. ასევე, ჩვენს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორებისა და დამატების შეტანის მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შემოსულა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულებით გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობი უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პრაქტიკულ      გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე.

გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია მონაცემთა ბაზა, სადაც დაცულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში შემოსული და შექმნილი ინფორმაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაცული საჯარო   ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ასევე, ამავე კანონის შესაბამისად, დაცულია   პირად, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გაცემის მოთხოვნები .

გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის არც ერთი საჯარო მოსამსახურის მიერ არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა და შესაბამისად არ მიღებულა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვინმესათვის დაკისრების შესახებ.

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო გადაწყვეტილების გასაჩივრების არ არსებობის გამო არანაირი ხარჯი არ ჰქონია.

გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც პერიოდულად იმართება საჯარო შეხვედრები. ადმინისტრაციულ   შენობაში ფუნქციონირებს საინფორმაციო დაფა, ასევე მოქმედებს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებგვერდი www.Shidakartli.gov.ge, სადაც სისტემატურად თავსდება ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საქმიანობის შესახებ. ვებ გვერდზე განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე ვებგვერდი იძლევა საშუალებას კითხვა – პასუხის რეჟიმში ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო შეკითხვაზე.