ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, წარმოგიდგენთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხორციელებული მუშაობის ანგარიშს.
1. საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა:
ა) სულ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსულ მოთხოვნათა რაოდენობა – 497; ბ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა – 0;
გ) ინფორმაციის არარსებობის გამო მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ
გადაწყვეტილებათა რაოდენობა – 0;
2. მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობა, აგრეთვე, საკრებულოს მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება:
ა) მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება – 487;
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება – 0;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე ან მასზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი – ნინო კეკენაძე.
დ) საკრებულოს მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება – 0.
3. ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე:
ა) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების რეესტრი; ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების რეესტრი;
გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმების რეესტრი;
დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმების რეესტრი;
ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებების რეესტრი;
ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის განკარგულებების რეესტრი;
ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებების რეესტრი; თ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებების რეესტრი;
ი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების რეესტრი;
კ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმების რეესტრი;
ლ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმების რეესტრი;
მ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პირადი შემადგენლობის რეესტრი;
4. ინფორმაცია საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევათა რაოდენობა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მიმდინარე წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ აღირიცხება 1 შემთხვევა.
5. იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვისას:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების რაოდენობა:
მიმდინარე წლის განმავლობაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად, არც გასაჩივრების შემთხვევა ყოფილა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე