„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№526
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.020234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №526

2017 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/11/2013, 010220030.10.003.017456) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესწავლის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე;

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე თევზაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ნინო ბერძული – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი;

მირიან ჩაჩავა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი შალუტაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე;

მამუკა ბერიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ზურაბ ხუციშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი