ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 ნოემბრამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 151 (ასორმოცდათერთმეტი) განცხადება.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 150 (ასორმოცდაათი) განცხადებაზე – აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 17 (ჩვიდმეტი) არასამთავრობო ორგანიზაციებზე - 88 (ოთხმოცდარვა), ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოებზე - 45 (ორმოცდახუთი), 1 (ერთი) განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარის თქმის შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’-ს დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის კობა ქირიას მიერ.

2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 ნოემბრამდე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 61 (სამოცდაერთი) განცხადება, მათ შორის 1 (ერთი) განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომელიც ოფიციალური სახით არ ინახებოდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემული კორესპონდენციები საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მე-80 მუხლის შესაბამისად, გადაიგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში, ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 58 (ოთრმოცდათვრამეტი) განცხადებაზე და 2 (ორი) განცხადებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარის თქმის შესახებ.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის - სანდრო სორდიას მიერ.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევას და შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების ფაქტს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილი არ ჰქონია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში ეყრდნობოდა საქართველოს კანონებს: ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,“ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.“