ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

 

2017 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 128 განცხადება.

2017 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 113 მოთხოვნა.

2017 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოსული განცხადებებიდან 15 მოთხოვნასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ: 7 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის დადგენილი მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოუდგენლობის გამო. 2 მოთხოვნა არ დაკმაყოფიდა ვინაიდან განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა სხვა პირებთან დაკავშირებით არსებულ პერსონალურ მონაცემებს. გასაჩივრდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 4 გადაწყვეტილება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეწყდა წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

2017 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია;

2017 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 3 მოთხოვნა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მოთხოვნის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტეუქტურული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ;

2017 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის წარმოდგენილი მოსაკრებლის საერთო რაოდენობამ შეადგინა 28.10 (ოცდარვა ლარი და ათი თეთრი) ლარი.