სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ – მუხურის საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლა) 2017 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული „ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ – მუხურის საჯარო სკოლის 2016 წლის 7 დეკემბრის №1/კ-28 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ – მუხურის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი – ნინო ბარბაქაძე.
ა) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 9 (ცხრა) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 9 (ცხრა) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას არ ჰქონია.
სსიპ – მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
|
ანგარიში |
რაოდენობა |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე |
9 (ცხრა) |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული |
0 (ნული) |
|
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე |
0 (ნული) |
|
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე |
0 (ნული) |
|
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ |
0 (ნული) |
|
ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ |
0 (ნული) |
სსიპ – მუხურის საჯარო
სკოლის დირექტორი თამაზ ბარბაქაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში“?
- „სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 05.12.2017. მიმღები ორგანო — სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლა. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში“, №0, 05.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3885959/