⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.04.2022)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016275
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,563 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
04.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2017 წლის 7 დეკემბერი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, ს/კოდი 010260020.35.140.016105). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება  თავი I ზოგადი დებულებები  მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო  ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. მერიის სამართლებრივი სტატუსი  1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი.  2. მერია შედგება მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან. მუხლი 3🔗. მერიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი და ძირითადი პრინციპი  მერიის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.  მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები და ენა  1. ადმინისტრაციული წარმოება განისაზღვრება: საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონით „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“, სხვა მოქმედი კანონმდებლობით. 2. მუნიციპალიტეტში საქმისწარმოება ხორციელდება – სახელმწიფო ენაზე.  მუხლი 5🔗. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენება  1. მერიას აქვს სახელმწიფო გერბით და საკუთარი დასახელებით შედგენილი ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი; 2. მერის ცალკეული უფლებამოსლების განხორციელებისათვის და მისი თანხმობით თანამდებობის პირებს ეძლევათ უფლება გამოიყენონ საქმის წარმოებაში ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი. 3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის თავზე აღმართულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და მუნიციპალიტეტის დროშა. 4. მუნიციპალიტეტის მერია სიმბოლოების გამოყენების დროს ხელმძღვანელობს ორგანული კანონებით – „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. მერიის იურიდიული მისამართი  ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3. თავი II მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები  მუხლი 7🔗. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები  1. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:  ა) მუნიციპალიტეტის მერი;  ბ) მერის პირველი მოადგილე;  გ) მერის მოადგილეები;  დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 3. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, ამ დებულებით და სხვა კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. მუნიციპალიტეტის მერი  1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.  2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. მერის უფლებამოსილება  მუნიციპალიტეტის მერი: - საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; - თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; - თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს; - უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; - ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; - საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; - შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; - უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; - შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; - საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; - საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; - მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; - არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; - იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამ დებულებითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; - საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; - საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; - ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; - წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევებისა; - თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; - ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; - ახორციელებს ამ დებულებით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.  მუხლი 9🔗​​1. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მერის უფლებამოსილება  დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება; ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება; გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა; დ) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა. მუხლი 9🔗​​2. საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა  მუნიციპალიტეტის მერი საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ. მუხლი 10🔗. მერის პირველი მოადგილე 1. მერის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის უფლებამოსილების შეჩერების, შეწყვეტის და მერის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე. 2. მერის პირველი მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლით და მერის მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად. ის ასევე ხელმძღვანელობს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ დარგებს. 3. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. ის ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. უფლებამოსილების შეჩერება და შეწყვეტა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 59-ე მუხლის შესაბამისად. 5. მისი თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 11🔗. მერის მოადგილეები  1. მერის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 57-ე მუხლით და მერის მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მათ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ დარგებს.  2. მერის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.  3. მერის მოადგილეებს, ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 12🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ დებულების შესაბამისად.  3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.  4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. თავი III  მერიის სტრუქტურა  მუხლი 13🔗. მერიის სტრუქტურული აგებულება 1. მერია შედგება მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის შექმნა ან /და გაუქმება, მათი დასახელებები, ფუნქციები, სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და სტრუქტურული ერთეულების (სამსახურები) დებულებებით, რომელთაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. მერიის სტრუქტურული ერთეულები დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება შედგებოდეს განყოფილების, სპეციალისტების და სხვა მოსამსახურისაგან. მუხლი 14🔗. მერიის სტრუქტურული ერთეული  1. მერიის სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს დავალებების შესრულებას. მერიას შეიძლება ჰქონდეს მეორადი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც განისაზღვრება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.  2. სტრუქტურული ერთეული (სამსახური) საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე, მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციების და დავალებების შესაბამისად.  3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. სტრუქტურული ერთეულის ხემძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  მერიის სამსახურებია:  ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური; დ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური; ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური; ზ) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური ; თ) იურიდიული სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; მუხლი 15🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები  მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს დავალების შესრულებას ამ და სტრუქტურული ერთეულის დებულების შესაბამისად.  მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია: ა) სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კანონმდებლობის შესაბამისად ადამიანური რეურსების მართვა, საკადრო და საქმისწარმოების საკითხების მოწესრიგება; მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა გაერთიანებებთან მერიის ურთიერთობების ორგანიზება; ჯანდაცვის, სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა საკითხების სწრაფი და დროული გადაწყვეტის უზრუნველყოფა; მერიის ოფიციალურ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; მერის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება, წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და მათ წინაშე არსებული პროლემების დროული გადაწყვეტა; მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის და საჯარო ინფორმაციის მიწოდების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მასზე ფუნქციურად მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო აღრიცხვის, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება; გ) ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ პროექტების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი; დ) შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; კანონის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება; ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებაზე წინადადებების შემუშავება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრებების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზება; ვ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე; ზ) კონტროლისა და შიდა აუდიტისა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების და მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლი, სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი; დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველყოფა; მერიის სამსახურების, მოსამსახურეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მუშაკთა დისციპლინური საკითხის შესწავლა და კონტროლი; თ) იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე (ფიზიკურ და იურიდიულ) პირებთან ურთიერთობისას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და მომართვების განხილვა. მერიის სტრუქტურული ერთეულების, საკრებულოს და სხვა სუბიექტების იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება. მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი ვიზირება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება და რეზერვისა და მობილიზაციის საკითხების გადაწყვეტა;  2. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად იქმნება განყოფილებები, რომელთა უფროსებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. ა) განყოფილების უფროსი: წარმართავს განყოფილების საქმიანობას და უზრუნველყოფს მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას; - უზრუნველყოფს მერიის შინაგანაწესის და შრომის დისციპლინის დაცვას; - ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ დავალებების შესრულების შესახებ; - ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით განსაზღვრული და სამსახურის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს მითითებულ ვადაში; ბ) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 16🔗. საჯარო მოსამსახურე  1. მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობაში შედიან საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. მათ სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის უფროსი. ისინი ასრულებენ მიცემულ დავალებებს, რომელიც დადგენილია დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით (აღწერილობები) ან/და შრომითი ხელშეკრულებით. 2. სპეციალისტები არიან პირები, რომლებიც დანიშნული არიან არსებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. მათ ნიშნავს მერი, ხოლო სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის უფროსი. 3. მერიის სხვა მოსამსახურეა პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლები, 57-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლები, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი და X თავი. მუხლი 17🔗. მერის წარმომადგენელი  1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების ცალკეულ სოფელში (დასახლებაში), დაბაში ან/და დაბის და სოფლის ცალკეულ უბნებში. 3. მერის წარმომადგენელი: ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) ახდენს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ პირთა წინაშე არსებული პრობლემების დროულ აღრიცხვას და მათი ეფექტურად გადაწყვეტისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას. მერიის საქმიანობის საჯაროობას , გამჭვირვალობას და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას; დ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის სწორ და ეფექტიან წარმართვას. კოორდინაციას უწევს მოსახლეობას და მერიას შორის კომუნიკაციას, აუცილებელი ინფორმაციების დროულ აღრიცხვას და გაცვლას; ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;  ვ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;  ზ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის (კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების – კუთვნილების ფაქტის დადასტურება და სხვა), აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს (ბავშვის მშობლებთან ცხოვრების, პიროვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, ოჯახის სულადობის და სხვა); ზ.ა) გასცემს ინფორმაციას, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ; ზ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე ბავშვი დაიბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, მერის წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის აღნიშნულის შეტყობიდან 1 თვის ვადაში;  ზ.გ) მერის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიაზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმომადგენელს ეკისრება მიმართვის ვალდებულება, პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის, რის თაობაზეც ადგენს ოქმს, რომლის შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით; ზ.დ) თუ მერის წარმომადგენელს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე; თ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ; ი) მერის წარმომადგენელს აქვს ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი. 4. ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.  5. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. თავი IV  მერიის საჯარო მოსამსახურე და მისი თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება  მუხლი 18🔗. მერიის საჯარო მოსამსახურის ზოგადი უფლება-მოვალეობები  1. საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად, ამ დებულებით, შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით. 2. მერიის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელისაგან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს კანონის შესაბამისად, მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების მომზადებაში; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან წერილობით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს; წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, დანამატი, ფულადი ჯილდო, აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღის ოდენობით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. მერიის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით აიმაღლოს კვალიფიკაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 19🔗. მერიის მოხელის თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა  1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება თანამდებობრივი ინსტრუქცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნა. 2. თანამდებობრივი ინსტრუქცია განსაზღვრავს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფეროს, სამსახურებრივი ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს. 3. მერის პირველი მოადგილის, მოადგილისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანამდებობრივი ინსტრუქციას განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მის წარდგინებით ამტკიცებს მერი. მუხლი 20🔗. მერიაში ვაკანსიის გამოცხადება, მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, მერიის მოხელეთა შეფასება, სამსახურებრივი დაწინაურება; სამსახურებრივი გადაყვანა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა  მერიაში საჯარო მოსამსახურეთა (გარდა მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების) ვაკანსიის გამოცხადება, მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის წესი; მერიის მოხელეთა შერჩევა; სამსახურებრივი დაწინაურება; სამსახურებრივი გადაყვანა; სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება; შეწყვეტა და სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“. თავი V  მერიის მუშაობის ორგანიზაცია  მუხლი 21🔗. მერიის ადმინისტრაციული წარმოება და მისი მიზნები  1. მერიის საქმიანობა არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, რომლის მიზნებია: ა) საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება; გ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში განხორციელება;. დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება; ე) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება. 2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ან/და სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 22🔗. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მუხლი 23🔗. ადმინისტრაციული წარმოების სახეები და ვადები  1. ადმინისტრაციული წარმოების წესი, სახეები, ვადები და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი ფორმით, დადგენილ ვადებში. მუხლი 24🔗. მერიის საქმისწარმოების ინსტრუქცია  1. მერიის საქმიანობისას დოკუმენტების წარმოებაში მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. 2. მერიის საქმისწარმოებაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური დებულების შესაბამისად. მუხლი 25🔗. მერიის შინაგანაწესი  1. მერიას აქვს მერის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი; ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი; ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები; თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. 3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფენ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები. მუხლი 26🔗. ანგარიშგება  1. მერი წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე საკრებულოს წევრთა ¼-ის მოთხოვნით – რიგგარეშე ანგარიშს. 2. ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნისას, წერილობითი; 3. მერიის სტრუქტურული ერთეულების და საჯარო მოხელის საანგარიშგებო პერიოდები განისაზღვრება მათი დებულებებით. 4. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში). 5. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. 6. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“. მუხლი 27🔗. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში  1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები: - მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მათ შორის, კოლეგიალური ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალეობისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: ა) დასახლების საერთო კრება; ბ) პეტიცია; გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; ე) მუნიციპალიტეტის მერის და მინიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა და კანონით დადგენილი სხვა სახეები. 2. „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი. 4. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს: ა) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და თანამდებობის პირების შესახებ; ბ) შინაგანაწესი; გ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომრები; ე) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ვ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში; ზ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე; თ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე; ი) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ; კ) სხვა საჯარო ინფორმაცია. მუხლი 27🔗​​1. დასახლების საერთო კრება  1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.  საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.  საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს. საერთო კრება უფლებამოსილია: ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს; ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ; ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები; თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი; ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს; კ) განახორციელოს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ: ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს; ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით; გ) საერთო კრების რჩეულს. 2. საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ა) საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად; ბ) საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში; გ) საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში; დ) დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა; ე) ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი; ვ) საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში). მუხლი 27🔗​​2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.  მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები.  მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით.  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მუხლი 27🔗​​3. მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა  მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის საჯარო ანგარიშების განხილვას.  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება.  თავი VI მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები  მუხლი 28🔗. მერიის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები  1. მერიის თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს. 2. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება; ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;  გ)მერის მოადგილის ბრძანება; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება; ე) მერიის კოლეგიური ორგანოს – კომისიის განკარგულება. ვ) მერიის მოხელის ბრძანება. 2​1. მერიის მოხელე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება. 2​​2. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ​​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება. 3. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 29🔗. მერიის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება  1. მერიის ორგანოების და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჩივრდება მერთან და შემდგომ – სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. თავი VII მერიის რეორგანიზაციის წესი  მუხლი 30🔗. მერიის რეორგანიზაცია  1. მერიის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს.რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულის ან/და ადმინისტრაციულ ერთეულის ლიკვიდაციის შემთხვევაში. 2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და მერიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება: ა) მერიის რეორგანიზებული სტრუქტურა; ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს; დ) რეორგანიზაციის პროცესში მერიის საქმიანობის რეჟიმი. 3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ვადების მითითებით: ა) მერიის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, კონკურსის ჩატარების შესახებ; ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას; გ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება; დ) მერიის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება; ე) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები; ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები. მუხლი 31🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია  1. მერიის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული ან/და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება მერიის რომელიმე სხვა სამსახურს. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სტრუქტურული ერთეულის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას – აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანისა და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ. მუხლი 32🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.