📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 807 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
04.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2017 წლის 7 დეკემბერი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი 010260000.35.140.016116). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კონტროლის და შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების, სხვა საბიუჯეტო და მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. 2. სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებით და საქართველოს მთავრობასთან შექმნილ ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. საქმიანობაში იყენებს ამ უკანასკნელის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიური დოკუმენტებს, მეთოდურ მითითებებს, სტანდარტებს და სხვა სამართლებრივ აქტებს. 5. სამსახური თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 6 . სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქუჩა №3. 7. სამსახურს აქვს ტიტულიანი ფურცელი და მრგვალი ბეჭედი. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. მერიის სტრუქტურული ერთეულის – კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – I რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი – II რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); გ) კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შიდა აუდიტისა და საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში – III რანგი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი). 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი. 5. საჯარო მოხელეთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, განისაზღვრება მერიის დებულებით და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები 1. სამსახური საქმიანობის ეფექტური წარმართვისათვის უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების დადგენას და შეფასებას; ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური პერმანენტულად ახორციელებს: ა) შიდა აუდიტორული შემოწმებების ჩატარებას ; ბ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგს და კონტროლს; გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; დ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს, შეფასებას, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას; ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენას; ვ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას; ზ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზს და მათ პრევენციას; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას; თ) მერიის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლს, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას; ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას. მუხლი 5🔗. სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილება 1. სამსახურის შიდა კონტროლის განყოფილება ახორციელებს: ა) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობის განხორციელებას; ბ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, წარუდგენს მერს მასალების შესაბამისი რეაგირებისათვის; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობას; ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.