ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.04.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2017 წლის 7 დეკემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №
22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი: 010260020.35.140.016109).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური
1. ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომში –
სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მუნიციპალური ქონების მართვის, მიწათმოწყობის და აგრარული სფეროს განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას, ასევე მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-13 თავით დადგენილი ნორმების, მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. მერიის სტრუქტურული ერთეული –
ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი –
I რანგი (შემდგომში –
სამსახურის უფროსი);
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი –
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი –
II რანგი (შემდგომში –
განყოფილების უფროსი);
გ) ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სტატისტიკის მართვის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის საკითხებში –
III რანგი (შემდგომში –
უფროსი სპეციალისტი);
დ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი –
ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი –
II რანგი (შემდგომში –
განყოფილების უფროსი);
ე) მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქონების აღრიცხვის და მართვის საკითხებში –
III რანგი (შემდგომში –
უფროსი სპეციალისტი).
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე –
სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
5. სამსახურს ჰყავს განყოფილებების უფროსები და უფროსი სპეციალისტები.
6. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, განისაზღვრება მერიის დებულებით და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, ხოლო ფუნქციები –
შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
7. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სტრუქტურული ერთეულის ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალური ქონების მართვა, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობა,სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება და აგრარულ საკითხთა ხელშეწყობა.
2. სამსახური უზრუნველყოფს:
–
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური საკითხების დაგეგმვას და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებას და სათანადო ფორმით მერისთვის მათ მიწოდებას;
–
მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და რეალიზებას, ასევე გარემოს დაცვის და აგრარული პროგრამების განხორციელებას.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის მე-14, 24-ე, 27-ე და 31-ე პუნქტების შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური შესაბამის რეგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე და ადგენს სამართალდარღვევათა ოქმებს.
მუხლი 4🔗. განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. განყოფილებას უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს;
ბ) სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას მერის წარმომადგენლებისაგან და ადმინისტრაციული ერთეულებიდან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული (მეცხოველეობა, მემცენარეობა, მებაღეობა,მეთევზეობა და ა.შ.) და სხვა საკითხების შესახებ;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციების შემუშავებას, სადავო საკითხების მოგვარებაში ჩართვას;
დ) მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოძიებას, საიჯარო ქირის გადახდის კონტროლს და აღრიცხვას.
მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება ახორციელებს:
ა) რეკომენდაციების შემუშავებას წილობრივი მონაწილებით დაფუძნებული საწარმოების მართვის, მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ბ) გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, ქონების განკარგვის პროგრამების, პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენას;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას, მის დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლს, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას;
ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება-გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტას;
ვ) მიწის იჯარის და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის შექმნას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
თ) საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ნუსხის მომზადებას;
ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის მართვის პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების პროცესების მართვას;
კ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების პროექტის შემუშავებას, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას;
ლ) ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა ჩაშვება-გაფრქვევის გამწმენდი ნაგებობების, დანადგარებისა და აპარატების ექსპლუატაციაზე კონტროლს;
მ) სოფლის მეურნეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ნ) სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მინერალური სასუქების, პესტიციდებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების, წყლის, ჰაერის, მიწის დაცვის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს.
2. სამსახური ასევე ახორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.