ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2017 წლის 7 დეკემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №26 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი 010260000.35.140.016113).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველიობის სამსახური (შემდგომში –
სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცითი მოწყობას და ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას.
2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის იურიდიული მისამართია –
დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. მერიის სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი – I რანგი.
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი -ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი –
II რანგი.
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი- ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი –
II რანგი.
დ) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის საკითხებში - III რანგი.
ე) არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში - III რანგი.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე- სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ- ერთი განყოფილების უფროსი.
3. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე მერიის დებულებით და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ხოლო ფუნქციები შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
4. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური არქიტექტურულ სამშენებლო და სივრცით მოწყობას დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას, სივრცით მოწყობასა და ურბანული დაგეგმარებას, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვას და მოსახლეობის წყალმომარაგებას;
ბ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება-განხილვასა და შეთანხმებას, მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას;
დ) არასატენდერო მოცულობის მქონე ხარჯთაღრიცხვების მომზადებასა და შედგენას;
ე) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების, მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე რეაგირებას;
ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებას, წარმოებას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების მომარაგების, გადაცემისა და დაცვის წესების მკაცრად დაცვას;
თ) მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებებისა და შუამდგომლობების განხილვას, მოქალაქეთა პირად მიღებას მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;
ი) გარემოზე ზემოქმედების მქონე ობიექტების განლაგების, სამრეწველო საწარმოების მშენებლობის პროექტების შეთანხმებას;
კ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვას – საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას;
ლ) სოფლის მხარდამჭერი პროგრამებით ჩასატარებელი სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე ზედამხედველობას;
მ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა საერთო კრების მოწვევის ორგანიზებისათვის:
მ.ა) არეგისტრირებს საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას;
მ.ბ) გასცემს საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას;
მ.გ) იღებს ცნობად საერთო კრების რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციატივას;
მ.დ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს;
მ.ე) უზრუნველყოფს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას.
2. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამარალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტებზე, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და განახორციელოს კანონის შესაბამისი რეაგირება.
3. ახდენს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1 სამსახურის განყოფილებებს უძღვება განყოფილების უფროსი.
2. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტებზე ზედამხედველობის განახორციელებას;
ბ) დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას;
გ) დასახლებებში წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების ხელშეწყობას;
3. არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) დადგენილი წესის მიხედვით კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სათანადო დოკუმენტაციის დროულად მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურული პროცესების მართვას;
გ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებას;
დ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება-განხილვასა და შეთანხმებას, მშენებლობადამთავრებული ობიექტების კანონმდებლობის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებას.
4. სტრუქტურული ერთეული და მისი სამსახურები უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.