⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.04.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 861 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
04.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2017 წლის 7 დეკემბერი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი: 010260000.35.140.016112). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და აუცილებელი დასკვნების მომზადებას; ასევე ახორციელებს მერის დავალებების სწორ და ეფექტურ შესრულებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა – საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.მერიის სტრუქტურული ერთეულის – იურიდიიული სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) იურიდიული სამსახურის უფროსი – I რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) ადმინისტრაციული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი – II რანგი, იურიდიული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი); გ) ადმინისტრაციული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, საკრებულოს მომსახურების საკითხებში – III რანგი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი). 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი. 5. საჯარო მოხელეთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, განისაზღვრება მერიის დებულებით და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“. 6. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ამასთან, მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისათვის დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერის, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლის, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, დროებით სამუშაო ჯგუფების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საკრებულოს წევრების და მუნიციპალიტეტის სხვა სუბიექტების იურიდიულ კონსულტირებას; მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებებზე და გასაცემ ინფორმაციაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; გასაფორმებელი ხელშეკრულების, მემორანდუმის პროექტების შეთანხმებას და მომზადებას; ბ) მერიის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მერისათვის რეკომენდაციის მომზადებასა და წარდგენას; გ) მერიაში და საკრებულოში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; დ) მერის მიერ საკრებულოში წარსადგენი სტრუქტურული ერთეულების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქტირებასა და შეთანხმებას; კოორდინაციის გაწევას აუცილებელი პროექტების შეთანხმების პროცესში; ე) ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ზ) მერიის სტუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს; თ) მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონიერების დაცვის სამართლებრივ კონტროლს; ი) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენას, ანალიზს და დასკვნებს; კ) მერიის საქმიანობის საჯაროობას და გამჭვირვალობას; კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 4🔗. განყოფილება და მისი ფუნქციები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის განყოფილება, რომელიც შედგება განყოფილების უფროსის და უფროსი სპეციალისტისაგან, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და ამ დებულების შესაბამისად. 2. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების სამართლებრივ მომზადებას; მერის, მერიის თანამდებობის პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენლის იურიდიულ კონსულტირებას; ბ) მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებებზე და გასაცემ ინფორმაციაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; გ) გასაფორმებელი ხელშეკრულებების და გარიგებების პროექტების შეთანხმებას და მომზადებას; დ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით მერისათვის რეკომენდაციების მომზადებას; ადმინისტრაციული წარმოების და სამართალდარღვევის საქმეების მომზადებას და დასკვნების მიცემას; ე) მერის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, რედაქტირებას და შეთანხმებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, მუნიციპალიტეტის მერის და სამსახურის უფროსის მიერ მიცემული სხვა ფუნქციების და დავალებების განხორციელებას.  მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.