სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის 2017 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად,  2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე

 

2016 წლის პირველი დეკემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის განმავლობაში:

ა) საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა 1098, მათ შორის დაკმაყოფილდა 1090 განცხადება, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ დაკმაყოფილდა 8 განცხადება;

ბ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე განცხადება არ შემოსულა;

გ) საქსტატის კოლეგიურ ორგანოს − საქსტატის საბჭოს, სხდომის დახურვის თაობაზე გადაწვეტილება არ მიუღია;

დ) საქსტატი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებს საჯარო მონაცემთა შემდეგ ბაზებს:

დ.ა) შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის ბაზა,

დ.ბ) ბიზნეს რეგისტრის ბაზა.

ე) საქსტატი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებებით. პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვისას საქსტატი ხელმძღვანელობს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

ვ) საქსტატის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მესამე პირებს არ გადაცემიათ;

ზ) 01/12/2016 − 01/12/2017 პერიოდის განმავლობაში, საქსტატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას და დისციპლინური სახდელის დაკისრებას ადგილი არ ჰქონია;

თ) ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას საქსტატი ხელმძღვანელობდა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ი) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

კ) მიმდინარე წლის განმავლობაში ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი საქსტატს არ გაუღია და მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდა არ დაკისრებია.