ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2017 წლის 7 დეკემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი: 010260000.35.140.016114).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში „სამსახური“) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფისათვის და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
3. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. მერიის სტრუქტურული ერთეული –
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი –
I რანგი.
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი –
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი –
II რანგი (შემდგომში განყოფილების უფროსი);
გ) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში –
III რანგი (შემდგომში უფროსი სპეციალისტი);
დ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი –
II რანგი (შემდგომში –
განყოფილების უფროსი);
ე) ტურიზმის, სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ტურიზმის და სპორტის საკითხებში III რანგი (შემდგომში უფროსი სპეციალისტი).
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების და თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს განყოფილების უფროსი.
5. საჯარო მოხელეთა ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, განისაზღვრება მერიის დებულებით და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქცია
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული –
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების შესაბამისად ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.
2. უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისათვის სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სფეროს განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების მართვას, ორგანიზებასა და შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენას, აღრიცხვას და დაცვას;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ფუნქციონირებაზე და განვითარებაზე ზრუნვას;
დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
ე) ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისა და ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდისათვის ღონისძიებების გატარებას;
ვ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვას;
ზ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
თ) შემოქმედთა, პედაგოგთა და სპორტსმენთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლას და მათი მოღვაწეობის სტიმულირებას;
ი) სამსახურის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული და სხვა ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას, ტურიზმის დარგის სტიმულირების ღონისძიების განხილვას და პრაქტიკულ რეალიზაციას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით;
კ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტებისათვის დადგენილი უფლებების და მოვალეობების განხორციელებას.
3. მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება ახორციელებს:
ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს;
ბ) ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას;
დ) ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
ე) თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან, ხელს უწყობს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ზ) სხვადახვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობასა და მსგავსი ღონისძიებების მოწყობაზე მხარდაჭერის წინადადებათა შემუშავებას.
2. ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის განყოფილება ახორციელებს:
ა) ტურიზმის სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას;
ბ) გენდერული თანასწორობის ურთიერთობების საკითხთა მოგვარებას და გენდერული თანასწორობის ურთიერთობებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
დ) მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებათა შემუშავებას;
ზ) დაინტერსებული ახალგაზრდების ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის სფეროში.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.