სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით (ინფორმაციის თავისუფლება) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
ა) ფონდში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ შემოვიდა სულ 54 (ორმოცდათოთხმეტი) მოთხოვნა
დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა
ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნათა რაოდენობა
მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა
დამუშავების პროცესში
51 მოთხოვნა
0 მოთხოვნა
3 მოთხოვნა
0 მოთხოვნა
0 მოთხოვნა
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა
მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა
გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობა
კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყეტილების რაოდენობა
51 მოთხოვნა
3
იურიდიული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - მარიამ იაშვილი
0 გადაწყვეტილება
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 51 (ორმოცდათერთმეტი) შემთხვევაში, ოროცდათერთმეტივე მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა სრულად.
გ) ინფორმაცია საჯარო მონაცემთა ბაზების და სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით, ხორციელდება ფონდის თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის პროცესში ასევე ადგილი აქვს ფონდის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეგროვება, დამუშავებასა და შენახვას.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის პროცესში ადგილი აქვს კონკურსანტების და შემფასებელი ექსპერტების პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეგროვება, დამუშავებასა და შენახვას.
დ) ინფორმაცია ფონდის თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.
ფონდის თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის რაოდენობა
პასუხისმგებელ პირთა მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელების რაოდენობა
0
0
საანგარიშო პერიოდში, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა, შესაბამისად დისციპლინური სახდელების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სამ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის - საქართველოს კანონის 21 მუხლის მე-7 პუნქტის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ადგილი არ ჰქონია.
ვ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის უარის გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ზ) ფონდის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული ხარჯების გაწევას ფონდის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
მანანა მიქაბერიძე
გენერალური დირექტორი