📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 743 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2017 მიღება
04.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2017 წლის 7 დეკემბერი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი 010260020.35.140.016111). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ასპინძა, მეფე ერეკლე II-ის ქ. №4. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი. I რანგი; ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი). II რანგი; გ) რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში. III რანგი; დ) რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში. III რანგი. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 3. სამსახურს ჰყავს განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტები. 4. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საფუძველზე განისაზღვრება მერიის დებულებითა და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად, ხოლო ფუნქციები შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 5. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა გაწვევას, რეზერვისტთა აღრიცხვასა და მობილიზაციას, მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას. ა) სამსახური წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში უზრუნველყოფს: ● წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, ახალგაზრდობასთან სამხედრო პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობას; ● სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევების თითოეულ ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებას; ● სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად შესრულებას. ბ) რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში უზრუნველყოფს: ● რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხების მომზადებას; ● სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას; ● აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მომზადებას და შიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას. რეზერვისტთა სპეციალურ აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; ● წყვეტს სხვა მიმდინარე საკითხებს. 2. სტრუქტურული ერთეული ასევე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების ფუნქციები 1. განყოფილებას უძღვება განყოფილების უფროსი. რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ● რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხის მომზადებას; ● სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას; ● აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას, რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; ● ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვასა და მუშაობის ორგანიზებას; ● ახდენს გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას, წვევამდელთა შემკრებ-განმანაწილებელ პუნქტში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფას; ● რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას; 2. მერს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ პუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს. მუხლი 5🔗. ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი  სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ფურცელი. მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.