ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.04.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2017 წლის 7 დეკემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი 010260000.35.140.016115).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში –
„სამსახური”) არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას, საფინანსო-საბიუჯეტო დაგეგმვას, ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტური გამოყენების კონტროლსა და ზედამხედველობას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას და სხვა საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, წინამდებარე დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია –
დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. № 3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. მერიის სტრუქტურული ერთეული –
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – I რანგი;
ბ) მეორადი სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი) –
II რანგი;
გ) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის საკითხებში –
III რანგი;
დ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი (შემდგომში განყოფილების უფროსი) –
II რანგი;
ე) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში –
III რანგი;
ვ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში –
III რანგი.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ფუნქციები შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციით.
6. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის უზრუნველყოფა, კერძოდ:
ა.ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია, ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების, მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
ა.ბ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ა.გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირება, საჭირო ინფორმაციის შეკრება და დამუშავება;
ა.დ) წინადადებების მომზადება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის და ხარჯვის თაობაზე;
ა.ე) მუნიციპალური პროგრამების, პროექტების საფინანსო გაანგარიშება და დასაბუთება;
ა.ვ) სხვა აუცილებელი საკითხები საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის ეფექტურად წარმართვისათვის.
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფისათვის:
ბ.ა) მუნიციპალური სამსახურების, მერის წარმომადგენელის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ბ.ბ) საჭირო ინფორმაციის დამუშავება და წინადადებების მომზადება ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო ბუღალტრული აღრიცხვა; ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევა;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემა;
ბ.ვ) სხვა მიმდინარე საკითხების ორგანიზება, რაც აუცილებელია სწორი ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. სამსახურის განყოფილებებს უძღვება განყოფილების უფროსი.
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება უზრუნველყოფს:
- წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ, წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
- მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
- მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
- წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე;
- ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
- მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:
- მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
- საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
- მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო ბუღალტრულ აღრიცხვას; ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას;
- საფინანსო ოპერაციების წარმოებას, საბანკო ანგარიშების მართვას, აღებული და გაცემული თანხების მართვას;
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;
- მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;
- ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას;
- ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშების და კვარტალური ბალანსების მიღებას, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას;
2. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.
მუხლი 5🔗 . დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით.