„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო − გარემოს დაცვასთან და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;“;
ბ) „ს1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს2“ ქვეპუნქტი:
„ს2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო − წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ საქმეებზე;“;
გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1689-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1689-რს. სარეგისტრაციო კოდი — 230000000.05.001.018646.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1689-რს, 07.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.018646 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3887289/