ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.12.2017
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.04.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2017 წლის 7 დეკემბერი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი: 010260000.35.140.016117).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება
მუხლი1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საახელმწიფო შესყიდვების სამსახური
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადებას, გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებების მომზადება-გამოქვეყნებას და სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის 9 ბრძანების „გამარტივებული შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის, და ელექტრონული შესყიდვის ჩატარების წესის შესახებ“ წინამდებარე დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით .
4. სამსახურის იურიდიული მისამართია – დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. მერიის სტრუქტურული ერთეული – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი (შემდგომში –
სამსახურის უფროსი).
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის გამარტივებული შესყიდვების განყოფილების უფროსი II რანგი (შემდგომში –
განყოფილების უფროსი).
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი –
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის გამარტივებული ელექტრონული ტენდერების და ელექტრონული ტენდერების განყოფილების უფროსი II რანგი (შემდგომში –
განყოფილების უფროსი).
დ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერების და ელექტრონული ტენდერების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში.III რანგი (შემდგომში –
უფროსი სპეციალისტი).
ე) გამარტივებული შესყიდვების განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში. III რანგი (შემდგომში –
უფროსი სპეციალისტი).
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე – სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, მერიის დებულებითა და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5.მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განისაზღვრება მერიის დებულების და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ფუნქციები შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
6. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებისათვის კონსულტაციის გაწევა;
ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
გ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადება;
ე) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერება, დამტკიცების უზრუნველყოფა და კორექტირება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;
ზ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა;
თ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის მოზადება;
კ) სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა და არქივის წარმოება;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები:
1. სამსახურის უფლებები:
ა) სამსახურის მმართველობის სფეროებსა და ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებისაგან, შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.
2. სამსახურის მოვალეობები:
ა) გაწეულ საქმიანობასა და დარგში არსებულ მდგომარეობაზე დადგენილი წესით წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე –
წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 5🔗. სამსახურის განყოფილების ფუნქციები:
1. გამარტივებული შესყიდვების განყოფილება
1.1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
–
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას;
–
მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგების მომზადებას;
–
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
–
სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას და არქივის წარმოებას;
–
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას.
ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება უზრუნველყოფს:
–
გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
–
მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
–
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას –
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენას, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, დამტკიცებას და კორექტირებას;
–
წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალებების შერჩევას და შერჩეული საშუალებების შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და სატენდერო კომისიისათვის წარდგენას;
–
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;
–
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, პროექტის მომზადებას.
2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.