სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა
ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
(2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე)
1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ, მონაცემები საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 14 განცხადება (მომართვა). აქედან, 11 (თერთმეტი) შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა. 1 (ერთი) შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და ნაწილი არ ინახებოდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ასევე 2 (ორი) შემთხვევაში, განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, ვერიკო ზათიაშვილმა და დავით ჯაიანმა.
სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოთხოვნა საანგარიშო პერიოდში არ შემოსულა.
2. ინფორმაცია კოლეგიური ორგანოს სხდომათა დახურვის შესახებ
საანგარიშო პერიოდში დახურულად გამოცხადდა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 7 (შვიდი) სხდომის გარკვეული ნაწილი, კერძოდ:
2017 წლის 10 მარტის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
2017 წლის 5 მაისის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის XIII ჯგუფის 6-თვიანი სასწავლო კურსის მსმენელთა სკოლის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
2017 წლის 27 ივნისის სხდომის ის ნაწილები, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 6-თვიანი სასწავლო კურსის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცებისა და დამოუკიდებელი საბჭოს მიერ აღნიშნულ მსმენელთა შეფასების საკითხები. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლი.
2017 წლის 20 სექტემბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 10-თვიანი სასწავლო კურსის მსმენელთა სკოლის დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
2017 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განსახილველი საკითხი შეიცავდა იუსტიციის მსმენელთა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. ასევე, სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 10-თვიანი სასწავლო კურსის მსმენელთა ნაწილის სკოლის დამატებით დამამთავრებელი გამოცდის საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 და 28-ე მუხლები; სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლი.
2017 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 10-თვიანი სასწავლო კურსის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლი.
2017 წლის 8 ნოემბრის სხდომის ის ნაწილი, სადაც განიხილებოდა იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 10-თვიანი სასწავლო კურსის მსმენელთა შეფასებების დამტკიცების საკითხი. სხდომის დახურვის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28ე და 32-ე მუხლები; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლი.
3. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გაცემის შესახებ
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლის ფუნქციებიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში, შეგროვდა და დამუშავდა იუსტიციის 21 (ოცდაერთი) მსმენელის შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი სკოლის კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო კურსებზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე არსებული აპლიკაციის საფუძველზე დარეგისტრირდა და წარმოადგინა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია სასწავლო კურსებზე სწავლით დაინტერესებულმა სულ 158-მა (ას ორმოცდათვრამეტი) პირმა. შესაბამისად, შეგროვდა და დამუშავდა მათი პერსონალური მონაცემები. გარდა სკოლის ვებგვერდზე არსებული აპლიკაციით რეგისტრირებულებისა, ასევე შეგროვდა და დამუშავდა ამავე კურსებზე სწავლით დაინტერესებული დამატებით 18 (თვრამეტი) პირის პერსონალური მონაცემები.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მიზნებისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა 20 (ოცი) მსმენელის (მათივე თანხმობით) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“-ს შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში შეგროვდა და დამუშავდა 69 (სამოცდაცხრა) თანამშრომლის (მათ შორის 66 (სამოცდაექვსი) შტატგარეშე: მასწავლებლები, მოწვეული სპეციალისტები, მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის სექტორის სპეციალისტი და 3 (სამი) შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია; ასევე 1 (ერთი) სტაჟიორის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში, ასევე შეგროვდა სკოლის მასწავლებლების/ტრენერების, მოსამართლეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების პირადი მონაცემები, რაც აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-პორტალში მათი რეგისტრაციისა და მათ მიერ ვებ-პორტალით სარგებლობისათვის. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში დაემატა 91 ახალი მომხმარებელი. ამ ეტაპზე, ვებ-პორტალში სულ რეგისტრირებულია 956 მომხმარებელი (აქტიური).
4. ინფორმაცია თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
5. მონაცემები ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევების შესახებ
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან ყველა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3 (სამი) განცხადება, რაც არ გასაჩივრებულა.