სსიპ - ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ – ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლის 2017 წლის ანგარიშს:
ა) სკოლაში სულ 49 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;
ბ) დაკმაყოფილდა 49 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარა;
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ემუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ინფორმაციის გაცემის შესახებ სკოლის გადაწყვეტილებაზე დაინტერესებული პირის მიერ 2016 წელში სასამართლოში შეტანილ სასარჩელო მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წელში გასაჩივრდა სკოლის მიერ სააპელაციო საჩივრით, რა დროსაც გადახდილი იქნა სააპელაციო საჩივრისათვის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სსიპ – ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლის 2017 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
49 (ორმოცდაცხრა)
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე
0 (ნული)
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული
49 (ორმოცდაცხრა)
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული
0 (ნული)
მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე
0 (ნული)
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე
0 (ნული)
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
0 (ნული)
ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0 (ნული)
ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
150 (ასორმოცდაათი)
ლარი
სსიპ – ქალაქ ქუთაისის №29 საჯარო სკოლის
დირექტორი ტარიელი გველესიანი