სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელის“ 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“ პუნქტები
● მიმდინარე წლის განმავლობაში, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოვიდა 66 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, საიდანაც დაკმაყოფილდა 34 განცხადება, 23 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 8 განცხადება არ დაკმაყოფილდა (უარის დასაბუთების მიზნით გაკეთდა ასევე შესაბამისი განმარტებები ). (გადაწყვეტილებები მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ). ამასთან, ამ ეტაპზე 1 განცხადება განხილვის სტადიაშია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ, საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამ მუხლის „ნ“ პუნქტის შესაბამისად, საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე კოდექსის 44(1) მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლები ითხოვდნენ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაცული პერსონალური მონაცემების/კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის გაცემას, რაც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ არ არსებობდა ან არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2(1) მუხლის „მ“ და „ნ“ პუნქტების, ასევე, 44(1) მუხლის თანახმად, არ არსებობდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
● მიმდინარე 2017 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ სამეურვეო საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია .
2 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ პუნქტი
● სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“საჯარო და პერსონალური მონაცემები ს შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში და შესაბამის განყოფილებებში არსებულ სათავსოებში. მონაცემები ასევე ინახება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის საშუალებით.
3 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ“ პუნქტი
● მიმდინარე 2017 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“თანამშრომლებ ი ს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა.
● შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“თანამშრომლებს არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ“ პუნქტი
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ 2017 წელს წარმოდგენილი იქნა ჯამში 2 ადმინისტრაციული საჩივარი, საიდანაც 1 საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო, 1 საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრული იქნა სარჩელი ინფორმაციის გაცემის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია და საქმე იმყოფება პირველი ინსტანციის (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის) წარმოებაში.
5 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტი
● მიმდინარე 2017 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 (ზ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის “მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
დიმიტრი ბერძენიშვილი
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი