„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1690-რს
სარეგისტრაციო კოდი
360090000.05.001.018625
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„18. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქციის შესასრულებლად მარეგულირებელი ორგანოს სისტემაში იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სურსათში, სასმელ წყალში, ცხოველის საკვებსა და ნიადაგში რადიონუკლიდების შემცველობის კონტროლი.“.

3. მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

5. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარეგულირებელი ორგანო ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“.

6. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შექმნასა და დანერგვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1690-რს