„საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 15 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №91 |
|
2017 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 15 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 15 ივნისის №55 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების გარდა სასისტემო ტრანზიტისთვის განკუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზებად განიხილება აგრეთვე საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით გათვალისწინებული სხვა პერსპექტიული ელექტროგადამცემი ხაზებიც (მიუხედავად ძაბვის დონისა), რომლის მშენებლობაც, გეგმის თანახმად უნდა განხორციელდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის/ელექტროენერგიის გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის მიერ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|