„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1679-რს
სარეგისტრაციო კოდი
190040000.05.001.018614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კომპეტენცია სახელმწიფო რეზერვის მიმართ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლი ცენტრალიზებულია და მისი განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.“.

მუხლი 2

1. 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებამ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის მოსამსახურეების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამავე სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნა 2018 წლის 1 იანვრიდან.        

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) 2018 წლის 1 იანვრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) ამავე ვადაში უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისთვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას;

ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს;

გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა 2018 წლის 1 მარტამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

6. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1679-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1679-რს. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.05.001.018614.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1679-რს, 07.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 190040000.05.001.018614 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3888766/