სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2017 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
2017 წელი
1. სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 74 განცხადება. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE – მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით 2016 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 1 მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან:
ა) 70 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად;
ბ) 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გ) 1 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) 2 განცხადება განხილვის პროცესშია, მიმდინარეობს საქმისწარმოება.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმისა და მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ზემოაღნიშნულ შემთხვევებში გადაწყვეტილების საფუძველი იყო იმ აქტების მოთხოვნა, რომელიც სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არ არის დაცული.
4. სააანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 74 განცხადებიდან 44 შემთხვევაში განმცხადებელი იყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული პირი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი იქნა 5 განცხადება, მოქალაქეების მხრიდან 9 განცხადება, ხოლო სხვა დანარჩენი განხცხადებების ავტორები იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საჯარო დაწესებულებები, ნორმატიული აქტის მოქმედების, მისი ძალადაკარგულად ცნობის, აქტის ან სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და ასლის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
5. საანგარიშო პერიოდში სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სასამართლო წესით არ გასაჩივრებულა.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.
საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესახებ არ შემოსულა. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
● საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნების დარღვევისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა .
● საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ლევან ხარაიშვილმა.
● სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
● სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. ამასთან, დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.
● საანგარიშო პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ხარჯებს, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების დაკისრებას ადგილი არ ჰქონდა.
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“
თავმჯდომარე ნიკა ახალბედაშვილი