დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2017
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016321
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.07.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2017 წლის 8 დეკემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №33 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. (www.matsne.gov.ge, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016158).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული- ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა № 44.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის- სამსახურის უფროსის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი), სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19 მუხლით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1.სამსახურის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის მიერ კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;
გ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა- გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
დ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება /ექსპლუატაციაში მონაწილეობის მიღება;
ვ) აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;
ზ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, დაამყაროს კონტროლი, ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ი) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება მშენებლობის ისეთ სახეზე, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას; ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი;
კ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დადგენილი წესით სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
მ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება.
2. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საქმეს აწარმოებს:
ა) საქართველოს კანონით „პროედუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით;
ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55, 552, 553, 1271მუხლების მე-5 პუნქტით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 150, 1501, 151-ე მუხლის პირველი და მე-2, 152, 1534, 159, 1591 მუხლებით და საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“-ს მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აგზავნის განსჯად სასამართლოში;
გ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1461, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს საქმეებს და შეუფარდებს ადმინსიტრაციულ სახდელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით.
მუხლი 4🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.