⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.10.2022)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.12.2017
ძალის დაკარგვა 03.10.2022
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016322
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 552 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2017 მიღება
03.10.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2017 წლის 8 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ემუხლის პირველი  პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის, 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗   დამტკიცდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი  სტრუქტურული ერთეულის-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად  (დანართი  თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N30 დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016164). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი დანართი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების,  კულტურის, ძეგლთა  დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიის   პირველადი  სტრუქტურული ერთეული-განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი  სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის მუნიციპალიტეტის მერიის ტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. დედოფლისწყარო, კოსტავას  ქუჩა №44. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.  სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის  (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი), სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19  მუხლით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; თ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ი) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; კ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს; მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ნ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ო) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, აღრიცხვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.