დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2017
ძალის დაკარგვა 25.12.2017
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.12.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2017 წლის 8 დეკემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 აგვისტოს № 27 დადგენილება (www. matsne.gov. ge, 12.08.2016. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35. 169.016285).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული-ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა №44.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი), სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან, სამსახური იყოფა მერიის მეორად სტრუქტურულ ერთეულებად-ქვედანაყოფებად (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე.
4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის (ტექსტში შემდგომ – განყოფილების უფროსი) და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
5. განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“' საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების საქმიანობას.
6. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს მერის, მერის პირველი მოადგილის, კურატორი მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაოთა შესრულების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
ზ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
თ) უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მერიის სამსახურის უფროსის წინაშე.
8. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი თანამშრომელი.
9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19 მუხლით.
10. საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
თ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ი) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
კ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ლ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
მ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ნ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ო) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციას;
ჟ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
რ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ს) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ტ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
უ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ფ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ქ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
ღ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ყ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
შ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
ჩ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ც) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
ძ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
წ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ჭ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
ხ) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ჯ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;
ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
მ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
ნ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ო) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
პ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ჟ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშების უზრუნველყოფას.
ს) მუნიციპალური ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ორგანიზებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
უ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას;
გ) ქალაქთმშენებლობითი პირობების (გეგმარებითი დავალებები) მოწესრიგებას, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შეთანხმებას, შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით მშენებლობის ნებართვების მომზადებას;
ე) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი წინადადების მომზადებას;
ვ) ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
ზ) გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
თ) ნორმატიულ-სამართებლივი დოკუმენტების საფუძველზე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა სახის საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას, მათი მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებას და შეთანხმებას საპატრულო პოლიციასთან;
ი) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების თაობაზე;
კ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვისა და მის განსახორციელებლად შესაბამისი პროექტების მომზადებას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ შედეგებზე პრევენციული და აღდგენითი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი პროექტების მომზადებას;
ნ) სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვიანობასა და წინადადებების მომზადებას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შესახებ.
მუხლი 6🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია და მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.