,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის #34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2017 წლის 11 დეკემბერი

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების  შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  10 ნოემბრის №34  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.110.016297)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და  დადგენილების:

ა)  პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის  იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“;

ბ) მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი