ტექნიკური რეგლამენტის – ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2017
გამომცემი ორგანო 3. საბაჟო გამშვები პუნქტის ბეჭედი (ევროკავშირში გამოყენებისათვის)
Customs stamp (1) (For official EC use only)
ნომერი №536
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| ხილის ნექტარის დასამზადებლად გამოყენებული ხილის დასახელება | ბოტანიკური დასახელება |
| ალუბალი (ჩვეულებრივი) (Sour cherry) | Prunus cerasus L. |
| ანწლი (Elderberry) | Sambucus nigra L. Sambucus canadensis |
| ასკილი (Rose hip) | Rosa canina L. Rosa sp. L. |
| ბალი (სხვა დანარჩენი) (Other cherries) | Prunus avium L. |
| გარგარი (Apricot) | Prunus armeniaca L. |
| თუთა (Mulberry/blackberry) | Morus sp. |
| კვრინჩხი (Sloe) | Prunus spinosa L. |
| კომში (Quince) | Cydonis oblonga Mill. |
| ლიმონი და ლაიმი (Lemons and limes) | Citrus limon (L.) Burm. f. Citrus limonum Rissa და Citrus aurantifolia (Christm.) (swingle) |
| მარაკუია (Passion fruit) | Pasiflora edulis Sims. f. edulus Passiflora edulis Sims. f. Flavicarpa O. Def. |
| მარწყვი (Strawberry) | Fragaria x. ananassa Duchense(Fragaria chiloensis Duchesne x Fragaria virginiana Duchesne) |
| მოცვი (Bilberry) | Vaccinium myrtillus L. Vaccinium corymbosum L. Vaccinium angustifolium |
| მოცხარი შავი (Blackcurrants) | Ribes nigrum L. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტექნიკური რეგლამენტის − „სპირტიანი სასმელების განმარტების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების, სხვა სურსათის წარდგენისა და ეტიკეტირებისას სპირტიანი სასმელების დასახელების გამოყენების, სპირტიანი სასმელების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის, სპირტიან სასმელებში სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და დისტილატების გამოყენების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის – ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №536
2017 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის – ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ.
მუხლი 2🔗
ხილის წვენი და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის პირველ იანვრამდე.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლისა, ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი თებერვლიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი – ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ტექნიკური რეგლამენტი ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს ხილის წვენისა და სხვა მსგავსი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ ხილის წვენისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
მუხლი 2🔗. მიზანი და გამოყენების სფერო
1. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ხილის წვენის, ხილის კონცენტრირებული წვენის, კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენის, წყლით ექსტრაგირებული ხილის წვენის (დიფუზური წვენი), ხილის წვენის ფხვნილის – დეჰიდრირებული (გაუწყლოებული) ხილის წვენის, ხილის ნექტრის, სასმელი ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს:
ა) ხილის წვენის მიმართ;
ბ) სხვა მსგავსი პროდუქტების მიმართ;
გ) ხილის წვენისა და სხვა მსგავსი პროდუქტების მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ;
დ) ხილის წვენისა და სხვა მსგავსი პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ;
ე) ბიზნესოპერატორის მიმართ;
ვ) ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების შესაბამისობის კონტროლის პროცედურების მიმართ.
მუხლი 3🔗. რეგულირების ობიექტი
რეგულირების ობიექტებია ხილის წვენი და სხვა მსგავსი პროდუქტები. მათ შორის:
ა) ხილის წვენი;
ბ) კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი;
გ) ხილის კონცენტრირებული წვენი;
დ) წყლით ექსტრაგირებული ხილის წვენი(დიფუზური წვენი);
ე) ხილის წვენის ფხვნილი – დეჰიდრირებული (გაუწყლოებული) ხილის წვენი;
ვ) ხილის ნექტარი;
ზ) სასმელი ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელი;
თ) მორსი.
მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომლებსაც აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ხილის წვენი – ერთი ან სხვადასხვა სახეობის ახალი ან სათანადოდ შენახული (გაცივებული ან გაყინული) ხარისხიანი, მწიფე ხილის საკვებად ვარგისი ნაწილისაგან მიღებული არაფერმენტირებული, ფერმენტაციის უნარის მქონე პროდუქტი, ამ ხილის წვენისათვის დამახასიათებელი ფერით, გემოთი და არომატით;
ბ) ხილის კონცენტრირებული წვენი – პროდუქტი, კონცენტრატი, რომელიც დამზადებულია ერთი ან სხვადასხვა სახეობის ხილის წვენისგან, წყლის გარკვეული რაოდენობის ფიზიკურად(მექანიკურად) მოცილების შედეგად. თუ პროდუქტი განკუთვნილია უშუალოდ მოხმარებისათვის, მოცილებული წყლის რაოდენობა უნდა შეადგენდეს წყლის საერთო რაოდენობის არანაკლებ 50%-ს;
გ) კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი – პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ხილის კონცენტრირებული წვენის აღდგენით სასმელი წყლით, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
დ) წყლით ექსტრაგირებული ხილის წვენი (დიფუზური წვენი) – პროდუქტი, რომელიც მიიღება ისეთი ხილის რბილობის ან/და გამომშრალი მთლიანი ხილის ნაყოფის ექსტრაქტული ნივთიერებების წყლით დიფუზიით, რომელთა ექსტრაქცია ვერ ხდება ფიზიკური მეთოდების გამოყენებით;
ე) ხილის წვენის ფხვნილი – დეჰიდრირებული (გაუწყლოებული) წვენი – პროდუქტი, რომელიც მიიღება ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ხილის წვენისაგან წყლის პრაქტიკულად მთლიანი რაოდენობის ფიზიკური (მექანიკური) მეთოდების გამოყენებით მოცილებით;
ვ) ხილის ნექტარი – ხილის წვენზე, კონცენტრატისგან დამზადებულ ხილის წვენზე, ხილის კონცენტრირებულ წვენსა და წყლით ექსტრაგირებულ ხილის წვენზე წყლის ან/და შაქრის ან/და თაფლის დამატებით ან დამატების გარეშე მიღებული არაფერმენტირებული, ფერმენტაციის უნარის მქონე პროდუქტი, რომელსაც ასევე დამატებული აქვს ხილფაფა ან/და კონცენტრირებული ხილფაფა ან/და მათი ნარევი;
ზ) ხილი – ყველა სახეობის ხილი. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის პომიდორიც მიეკუთვნება ხილს;
თ) ხილფაფა – არაფერმენტირებული, ფერმენტაციის უნარის მქონე პროდუქტი, რომელიც მიიღება ფიზიკური (მექანიკური) პროცესების: დაწნეხვის, დაქუცმაცების ან მთლიანი ან კანგაცლილი ხილის საკვებად ვარგისი ნაწილის გახეხვით ისე, რომ პროდუქტს არა აქვს მოცილებული წვენი;
ი) კონცენტრირებული ხილფაფა – ხილფაფისგან მიღებული პროდუქტი, რომელსაც ფიზიკური (მექანიკური) მეთოდების გამოყენებით მოცილებული აქვს გარკვეული რაოდენობით წყალი;
კ) არომატიზატორი – პროდუქტი, რომელიც უშუალოდ სურსათად არ გამოიყენება ადამიანის მიერ, რომელიც ემატება სურსათს არომატის ან/და გემოს მიცემის ან/და შეცვლის მიზნით;
ლ) შაქარი/შაქრები – ნახევრად თეთრი შაქარი, შაქარი ან თეთრი შაქარი, ექსტრა თეთრი შაქარი, შაქრის ფხვნილი, უწყლო გლუკოზა, შაქრის ხსნარი, ინვერსიული შაქრის ხსნარი, ინვერსიული შაქრის სიროფი, გლუკოზის სიროფი, იზოგლუკოზა, გლუკოზის სიროფი მშრალი, დექსტროზა ან დექსტროზის მონოჰიდრატი, ფრუქტოზა, ლერწმის შაქარი, ფრუქტოზის სიროფი, ხილიდან მიღებული შაქარი;
მ) თაფლი – ბუნებრივად ტკბილი ნივთიერება, პროდუქტი, რომელიც მიიღება მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) მიერ ყვავილის ნექტრის ან ცვარტკბილის შეგროვების, მისი გარდაქმნის, დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) და ფიჭაში მომწიფების მიზნით შენახვის შედეგად;
ნ) რბილობი და ხილის უჯრედები – ერთი სახეობის ხილის საკვებად ვარგისი ნაწილიდან მიღებული პროდუქტი, რომელსაც არა აქვს გამოცლილი წვენი. ციტრუსისთვის რბილობს ანუ ხილის უჯრედებს წარმოადგენს ენდოკარპისგან მიღებული ტომსიკები წვენით;
ო) ბრიქსის გრადუსი (რიცხვი) (°Bx) – უშუალოდ ბრიქსის არეომეტრის არეომეტრული გრადუსების რიცხვის ჩვენება, ან რეფრაქტომეტრზე მიღებული გარდატეხის მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს ხსნარში საქაროზას პროცენტულ შემცველობას 200 C-ზე ან 200 C-ზე გადაანგარიშებით;
პ) სასმელი ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელი – არაფერმენტირებული, ფერმანტაციის უნარის მქონე თხევადი პროდუქტი, რომელიც მიღებულია ხილის წვენ(ებ)ის და ხილფაფ(ებ)ის ან/და კონცენტრირებული ხილფაფ(ებ)ისა და წყლის შერევით ისე, რომ მასში ხილის წვენ(ებ)ისა და ხილფაფ(ებ)ის მინიმალური მოცულობითი შემცველობა შეადგენს არანაკლებ 10%-ს. თუ სასმელი ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელი მიიღება ლიმონის ან ლაიმის წვენისგან, მასში ხილის წვენ(ებ)ისა და ხილფაფ(ებ)ის მინიმალური მოცულობითი შემცველობა შეადგენს არანაკლებ 5%-ს;
ჟ) მორსი – თხევადი პროდუქტი, რომელიც წარმოებულია კენკროვნების წვენის ან/და ხილფაფისაგან, რომელიც მიიღება ნაყოფის ფიზიკური(მექანიკური) დამუშავებით, სასმელი წყლის, შაქრის ან/და შაქრების ან/და თაფლის დამატებით ისე, რომ მზა პროდუქტში წვენის ან/და ხილფაფის მინიმალური მოცულობითი შემცველობა შეადგენს არანაკლებ 15%-ს;
რ) კონცენტრირებული მორსი – პროდუქტი, რომელიც მიიღება კენკროვნების წვენ(ებ)ის ან/და ხილფაფისა და იმავე სახეობის კენკროვნების ნაყოფის ჩენჩოდან წყლით ექსტრაქციით მიღებული ნახევარფაბრიკატების ნარევზე ფიზიკური (მექანიკური) მოქმედებითა და შემდგომში ხსნადი მშრალი ნივთიერებების შემცველობის გაზრდის მიზნით წყლის მოცილებით ისე, რომ ხსნადი მშრალი ნივთიერებების შემცველობა, სულ მცირე, ორჯერ უნდა აღემატებოდეს საწყის პროდუქტში მის შემცველობას;
ს) ახლად გამოწურული წვენი – ახალი ან ახლად შენახული ხილის უშუალოდ მომხმარებლის თანდასწრებით გამოწურული წვენი, რომელიც არ დაექვემდებარა არანაირ დამუშავებას;
ტ) პირდაპირი დაწურვის წვენი – ხილის წვენი, რომელიც მიიღება ახალი ან ახლად შენახული ხილის უშუალოდ ფიზიკური (მექანიკური) დაწნეხის პროცესით;
უ) ყურძნის ტკბილი – ყურძნის დაწურვით მიღებული თხევადი პროდუქტი;
ფ) ყურძნის წვენი – ყურძნის ტკბილისგან ან კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისგან მიღებული თხევადი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალო მოხმარებისთვის და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება;
ქ) ბუნებრივი (ნატურალური) არომატიზატორი – მცენარეული, ცხოველური ან მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალიდან სათანადო ფიზიკური, ფერმენტული, მიკრობიოლოგიური პროცესებით მიღებული ნედლი (გადაუმუშავებელი) ან გადამუშავებით მიღებული არომატული ნივთიერება, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ სურსათის წარმოების ერთ ან მეტ პროცესში გამოყენებისათვის. ბუნებრივი არომატული ნივთიერება შეესაბამება ნივთიერებას, რომელიც ბუნებრივად არსებობს ან გამოვლენილია ბუნებაში.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 5🔗. ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობები
1. ბაზარზე განთავსებული ხილის წვენები და სხვა მსგავსი პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ბაზარზე განთავსებული ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.
3. ბაზარზე განთავსებული ხილის წვენები და სხვა მსგავსი პროდუქტები ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) პროდუქტების დასახელება – ხილის წვენი, ხილის კონცენტრირებული წვენი, კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი, წყლით ექსტრაგირებული ხილის წვენი (დიფუზური წვენი), ხილის წვენის ფხვნილი – დეჰიდრირებული (გაუწყლოებული) წვენი, ხილის ნექტარი, სასმელი ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელი, ახლადგამოწურული წვენი, მორსი, კონცენტრირებული მორსი, პირდაპირი დაწურვის წვენი ვაჭრობაში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა – ვ,“ „თ“ და „პ – ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც წარმოებულია ევროკავშირის ქვეყნებში ან განკუთვნილია ამ ქვეყნებში სარეალიზაციოდ, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს ალტერნატიული დასახელებები, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის („განსაკუთრებული აღნიშვნები ზოგიერთი სახეობის ხილის წვენისა და სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის“) მოთხოვნათა გათვალისწინებით;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მიღებულია ერთი სახეობის ხილისაგან, პროდუქტის დასახელება წარმოდგენილი უნდა იქნეს ხილის სახეობის დასახელებით;
დ) თუ პროდუქტი მიღებულია ორი ან მეტი სახეობის ხილისაგან, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებში ლიმონის და/ან ლაიმის წვენის გამოყენების შემთხვევისა, პროდუქტის დასახელებაში მოცემული უნდა იქნეს გამოყენებული ხილის ჩამონათვალი, ხილის წვენის ან ხილფაფის მასის კლებადობის შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ინგრედიენტების ჩამონათვალში;
ე) თუ პროდუქტი მიღებულია სამი ან მეტი სახეობის ხილისაგან, ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელებაში დასაშვებია გამოყენებულ იქნეს სიტყვები „სხვადასხვა ხილი“ ან ანალოგიური ფორმულირება ან გამოყენებული ხილის სახეობების დასახელება რაოდენობის კლების მიხედვით;
ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა – ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების პირველად მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო, აუცილებელი ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში, არ არის სავალდებულო ეტიკეტზე, ინგრედიენტების ჩამონათვალში ამ გამოყენებული ნივთიერებების დასახელების მითითება;
ზ) ხილის წვენში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რბილობის ან/და ხილის უჯრედების დამატების შემთხვევაში, აუცილებელია ეტიკეტზე შესაბამისი მინიშნების აღნიშვნა;
თ) ხილის წვენისა და კონცენტრატისაგან დამზადებული ხილის წვენის ნარევისათვის, ასევე ერთი ან რამდენიმე სახეობის ხილის კონცენტრატისაგან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული ხილის ნექტრისათვის, შესაბამისად, ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს სიტყვები: „კონცენტრატ(ებ)ისაგან“ ან „ნაწილობრივ კონცენტრატ(ებ)ისაგან“. ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს პროდუქტის დასახელების გვერდით, ნებისმიერ ფონზე გამოსახული უნდა იქნეს მკაფიოდ და თვალით აღქმადი ასოებით;
ი) ხილის ნექტრის ეტიკეტზე სავალდებულოა ხილის წვენის, ხილფაფის ან ამ ინგრედიენტების ნებისმიერი ნარევის უმცირესი შემცველობის მითითება შემდეგი სახით: „ხილის შემცველობა არანაკლებ ...%“-ისა. ეს ინფორმაცია განთავსებული უნდა იქნეს ხედვის იმავე არეალში, სადაც განთავსებულია პროდუქტის დასახელება;
კ) ინგრედიენტების ჩამონათვალში „ასკორბინის მჟავის“ მითითება, თუ ის გამოიყენება როგორც ანტიოქსიდანტი, არ უნდა აღინიშნოს როგორც „ვიტამინი C“;
ლ) განაცხადი ეტიკეტზე, რომ ხილის ნექტარზე არ არის დამატებული შაქარი ან სხვა ნებისმიერი განაცხადი, რომელსაც მომხმარებლისათვის სავარაუდოდ იგივე მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ შეიცავს დამატებულ მონო და დისაქარიდებს ან დატკბობის მიზნით დამატებულ სხვა სურსათს, მათ შორის, დამატკბობელს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
მ) თუ ხილის ნექტარში შაქარი ბუნებრივად არსებობს, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: „შაქრის გარეშე“ ან/და „დამატკბობლის გარეშე“ ან „შაქრის ბუნებრივი შემცველობით“;
ნ) თუ ხილის წვენსა და სხვა მსგავს პროდუქტებს დამატებული აქვს მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შაქარი/შაქრები ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელების გვერდით, ხედვის იმავე არეალში, მითითებული უნდა იქნეს სიტყვები: „დამატებული შაქრით“ ან „შაქრით“;
ო) თუ ხილის ნექტარს ან სასმელს ხილის წვენით/ხილის წვენიან სასმელს დამატებული აქვს დამატკბობელი, ეტიკეტზე ნექტრის ან სასმელის ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელის დასახელებას დამატებული უნდა ჰქონდეს სიტყვები: „დამატკბობლით“ ან „დამატკბობლებით“;
პ) თუ ხილის ნექტარს ან სასმელს ხილის წვენით/ხილის წვენიან სასმელს დამატებული აქვს ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი, სამომხმარებლო შეფუთვის ეტიკეტზე, ნექტარის ან სასმელის ხილის წვენით/ხილის წვენიანი სასმელის დასახელებას დამატებული უნდა ჰქონდეს წარწერა – „შეიცავს ფენილალანინის წყაროს“;
ჟ) ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“ ან/და „100 %-იანი“ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს, მათ შორის, ასკორბინის მჟავას და წარმოდგენილია მხოლოდ ხილის წვენით;
რ) ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხილის წვენის ეტიკეტზე, თუ იგი დაექვემდებარა დაფასოებასა და პასტერიზაციას ან სხვა სახის ანალოგიური მიზნით დამუშავებას (მაღალი წნევა, იმპულსური ელველი და სხვ.), ხედვის ძირითად არეალში, პროდუქტის დასახელებასთან ერთად მითითებული უნდა იქნეს დამუშავების ტიპი;
ს) თუ ხილის კონცენტრირებული წვენი, კონცენტრირებული ხილფაფა ან ხილის კონცენტრირებული წვენის ნარევი, კონცენტრირებული ხილფაფის ნარევი, ხილის წვენად და ხილფაფად ან ხილის წვენის ნარევად და ხილფაფის ნარევად გამოყენებამდე უნდა დაექვემდებაროს აღდგენის პროცესს, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღდგენილი ხილის წვენისა და აღდგენილი ხილფაფისათვის დანართ №3-ით („ბრიქსის გრადუსის (რიცხვის) უმცირესი მნიშვნელობა აღდგენილი ხილის წვენისა და აღდგენილი ხილფაფისათვის“) განსაზღვრული ბრიქსის გრადუსის (რიცხვის) მისაღწევად, აღდგენისათვის საჭირო წყლის მოცულობასთან დაკავშირებით.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხილის კონცენტრირებული წვენის, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ უშუალოდ მიწოდებისთვის, შეფუთვაზე ან შეფუთვაზე მიმაგრებულ ეტიკეტზე ან თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული უნდა იქნეს დამატებული ლიმონის წვენის, ლაიმის წვენის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მჟავიანობის რეგულატორის დამატებული რაოდენობა.
მუხლი 6🔗. მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ
1. ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოებისათვის ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საკვებდანამატების გამოყენება.
2. ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ - ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტები, მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინგრედიენტები, მე-10 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი საშუალებები, მე-11 პუნქტით განსაზღვრული პროცედურები და მე-12 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებები.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ხილის ნექტარი უნდა აკმაყოფილებდეს დანართ №2-ით („სპეციალური მოთხოვნები ხილის ნექტარისათვის“) განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს.
4. ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოება დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტისა და დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად.
5. ხილის წვენის, ხილფაფისა და ხილის ნექტრის დასახელებაში გამოყენებულ უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ით განსაზღვრული ხილის ბოტანიკური დასახელების შესაბამისი დასახელება („ვაშლის წვენი“, „გარგარის წვენი“, „ვაშლის ხილფაფა“, „გარგარის ხილფაფა“, „ვაშლის ნექტარი“, „გარგარის ნექტარი“ და ა.შ.) ან საერთო დასახელება („ხილის წვენი“, „კენკროვნების წვენი“, „ხილის ხილფაფა“, „კენკროვნების ხილფაფა“, „ხილის ნექტარი“ „კენკროვნების ნექტარი“ და ა.შ).
6. იმ ხილის წვენის, ხილფაფისა და ხილის ნექტრის დასახელებაში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ში, ხილის ბოტანიკურ დასახელებად გამოყენებული უნდა იქნეს ბოტანიკური დასახელების შესაბამისი დასახელება ან საერთო დასახელება.
7. ხილის წვენისათვის ბრიქსის გრადუსი (რიცხვი) უნდა იყოს ერთი და იგივე, არ უნდა იცვლებოდეს და შეესაბამებოდეს ხილის ბრიქსის გრადუსს (რიცხვს), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას შერეული აქვს ამავე ხილის სხვა ნაირსახეობა (ბოტანიკური დასახელება).
8. აღდგენილი ხილის წვენისათვის და აღდგენილი ხილფაფისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით განსაზღვრული ბრიქსის გრადუსის (რიცხვის) უმცირესი მნიშვნელობა არ მოიცავს იმ ნებისმიერი ინგრედიენტებისა და დანამატების ხსნად მშრალ ნივთიერებებს, რომელთა დამატებაც ხდება.
9. ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოებისათვის დასაშვებია მხოლოდ შემდეგი ინგრედიენტების გამოყენება:
ა) „ტექნიკური რეგლამენტი – ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული ვიტამინები, მინერალები და სხვა ნივთიერებები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკვებდანამატები;
გ) ხილის წვენში, გარდა ყურძნის წვენისა, კონცენტრატისგან დამზადებულ ხილის წვენში, ხილის კონცენტრირებულ წვენში, წყლით ექსტრაგირებულ ხილის წვენში (დიფუზური წვენი), ხილფაფასა და კონცენტრირებულ ხილფაფაში, თუ ის უშუალოდ მიეწოდება მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს, დასაშვებია თეთრი შაქრის (შაქრის ფხვნილი), უწყლო გლუკოზის, გლუკოზისა და ფრუქტოზის, რომლის სინესტის მასური წილი 2%-ზე ნაკლებია, დამატება;
დ) კონცენტრატისგან დამზადებულ ხილის წვენში, ხილის კონცენტრირებულ წვენში, კონცენტრირებულ ხილფაფასა და ხილის ნექტარში, თუ ის უშუალოდ მიეწოდება მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს, დასაშვებია თხევადი საქაროზას, ინვერსიული შაქრის სიროფის, ინვერსიული შაქრის ხსნარის, ფრუქტოზის სიროფის, ლერწმის თხევადი შაქრის, იზოგლუკოზისა და ფრუქტოზის მაღალი შემცველობის ხსნარის დამატება;
ე) დაუშვებელია ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შაქრების დამატებისას იმავე პროდუქტში მჟავიანობის რეგულატორის დამატება;
ვ) დაუშვებელია ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შაქრების დამატება ხილის წვენში ხსნადი მშრალი ნივთიერების შეცვლის მიზნით.
10. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ინგრედიენტებისა, დასაშვებია:
ა) ხილის წვენის, კონცენტრატისაგან დამზადებული ხილის წვენისა და ხილის კონცენტრირებული წვენისათვის აღდგენილი არომატიზატორის ან/და ხილის იმავე სახეობიდან მიღებული ბუნებრივი (ნატურალური) არომატიზატორის, რბილობის ან/და ხილის უჯრედების დამატება;
ბ) ყურძნის წვენისათვის ღვინის მჟავის აღდგენილი მარილების დამატება;
გ) ხილის ნექტრისათვის აღდგენილი არომატიზატორის ან/და ხილის იმავე სახეობიდან მიღებული ბუნებრივი (ნატურალური) არომატიზატორის, რბილობის ან/და ხილის უჯრედების, ასევე მზა პროდუქციის საერთო მასის 20% შაქრის ან/და თაფლის ან/და დამატკბობლის დამატება;
დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „გ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისათვის შაქრის და/ან თაფლის დამატება;
ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა – ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების მჟავიანობის რეგულირებისათვის ყოველ ერთ ლიტრ წვენში უწყლო ლიმონმჟავაზე გადაანგარიშებით 3 გ-მდე ლიმონის ან/და ლაიმის წვენის და/ან ლიმონის კონცენტრირებული წვენის და/ან ლაიმის კონცენტრირებული წვენის დამატება;
ვ) ხილის ნექტარში, ყოველ ერთ ლიტრში, უწყლო ლიმონმჟავაზე გადაანგარიშებით, 5 გ-მდე ლიმონის ან/და ლაიმის წვენის დამატება;
ზ) პომიდვრის წვენში ან კონცენტრატისაგან დამზადებული პომიდვრის წვენში მარილის, სანელებლებისა და არომატული მწვანილის ან მათი ექსტრაქტების დამატება.
11. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა – ე“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტების დამზადებისათვის დასაშვებია მხოლოდ შემდეგი პროცედურების გამოყენება:
ა) მექანიკური ექსტრაქციის პროცესი;
ბ) ჩვეულებრივი ფიზიკური პროცესი, მათ შორის, ხილის, გარდა ყურძნისა, საკვებად ვარგისი ნაწილების წყლით ექსტრაქცია (დიფუზია) ხილის კონცენტრირებული წვენების წარმოებისათვის, იმ პირობით, რომ ამ პროცესით მიღებული ხილის წვენი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხილის წვენს;
გ) ყურძნისაგან დამზადებული ყურძნის წვენისათვის, რომლის დამზადებისას გამოიყენება გოგირდის დიოქსიდით (გოგირდის ორჟანგი - SO2) სულფიტაცია, დასაშვებია დესულფიტაციის მიზნით ფიზიკური მეთოდების გამოყენება იმ პირობით, რომ საბოლოო პროდუქტში გოგირდის დიოქსიდის (SO2) შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/ლ.
12. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა – ე“ და „ფ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტებისათვის დასაშვებია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შემდეგი ნივთიერებები:
ა) ფერმენტული პრეპარატები:
ა.ა) პექტინაზები – პექტინის დაშლისათვის;
ა.ბ) პროტეინაზები – პროტეინების (ცილების) დაშლისათვის;
ა.გ) ამილაზები – სახამებლის დაშლისათვის;
ა.დ) ცელულაზა – უჯრედის კედლის დაშლის მიზნით შეზღუდულად გამოყენებისათვის;
ბ) სასურსათო ჟელატინი;
გ) ტანინები;
დ) სილიკაზოლი;
ე) ხის ნახშირი;
ვ) აზოტი;
ზ) ბენტონიტი, როგორც ადსორბენტი თიხა;
თ) ქიმიურად ინერტული გასაფილტრი და გამოსალექი საშუალებები (მათ შორის, პერლიტი, გარეცხილი დიატომიტი, ცელულოზა, უხსნადი პოლიამიდი, პოლოვინილპოლიპიროლიდონი, პოლისტიროლი) რომელიც დაშვებულია სურსათთან შეხებისათვის;
ი) ქიმიურად ინერტული ადსორბენტები (ადსორბციული საშუალებები), რომლებიც გამოიყენება ციტრუსის წვენში ლიმონოიდების და ნარინგინის შემცირებისათვის იმ პირობით, რომ მათი გამოყენება მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს ლიმონიდურ გლიკოზიდებზე, მჟავაზე, შაქრებზე (ოლიგოსაქარიდების ჩათვლით) ან მინერალურ შედგენილობაზე;
კ) ხორბლის, ბარდის ან კარტოფილის მცენარეული ცილები გაწმენდისათვის;
ლ) პოლიდიმეთილსილოქსანი, რომლის შემცველობა მზა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/ლ;
მ) კალციუმის ჰიდროჟანგი, მხოლოდ ყურძნის წვენში;
ნ) ქიტინოზანი;
ო) კოლოიდური კვარცი;
პ) კათიონური და ანიონური იონმიმოცვლითი ცვილები;
ჟ) თევზის წებო;
რ) კაოლინი;
ს) კალიუმის კაზეინატი და ნატრიუმის კაზეინატი, რომელთა გამოყენების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი შესაძლო ალერგიული თვისებები. მზა პროდუქტში კალიუმის კაზეინატისა და ნატრიუმის კაზეინატის არსებობის შემთხვევაში, ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალში სავალდებულოა მისი მითითება;
ტ) ღვინის მჟავის კალიუმის მარილი, მხოლოდ ყურძნის წვენში;
უ) კალციუმის კარბონატი გამოლექილი, მხოლოდ ყურძნის წვენში;
ფ) ბრინჯის კანი;
ქ) გოგირდის ორჟანგი – მხოლოდ ყურძნის წვენში;
ღ) ტანინი.
13. მორსის წარმოებისათვის გამოყენებული კენკროვნების წვენი ან/და ხილფაფა შეიძლება შერეულ იქნეს პროდუქტთან, რომელიც მიღებულია ამავე კენკროვნების ნაყოფის ჩენჩოს წყლიანი ექსტრაქტიდან. მორსი შესაძლებელია წარმოებულ იქნეს კენკროვნების კონცენტრირებული წვენისგან და/ან ხილფაფისგან. შერეული მორსის წარმოება ხდება ორი ან მეტი სახეობის კენკროვანი ნაყოფის წვენის და/ან ხილფაფის შერევით.
მუხლი 7🔗. სპეციალური მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ
1. ხილი წვენის დასამზადებლად/წარმოებისათვის გამოყენებული ხილი უნდა იყოს ჯანსაღი, სათანადო სიმწიფის, ახალი ან შენახული ფიზიკური საშუალებით ან საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული, მოსავლის შემდგომი დასამუშავებელი საშუალებ(ებ)ით დამუშავებული.
2. ციტრუსის წვენი მზადდება ენდოკარპისაგან. ლაიმის წვენი შესაძლებელია დამზადდეს მთლიანი ხილისაგან.
3. ხილის წვენის დასამზადებლად ხილის კურკით, თესლითა და კანით გადამუშავებისას დაუშვებელია მათი ნაწილების ან ცალკეული კომპონენტების წვენში არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ნაწილების მოცილება ვერ ხორციელდება კარგი საწარმოო პრაქტიკის გამოყენებით. დასაშვებია ხილის წვენის წარმოებისას ხილის წვენისა და ხილფაფის შერევა.
4. კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენის დამზადების მეთოდი უნდა უზრუნველყოფდეს გამოყენებული ხილის ძირითადი ფიზიკური, ქიმიური, ორგანოლეპტიკური და კვებითი თვისებების შენარჩუნებას. დასაშვებია კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენის წარმოებისას ხილის წვენის და/ან ხილის კონცენტრირებული წვენის შერევა ხილფაფასთან და/ან კონცენტრირებულ ხილფაფასთან.
5. თუ ხილის ნექტარი იწარმოება შაქრის დამატების გარეშე ან დაბალი ენერგეტიკული ღირებულებით, დასაშვებია შაქრის სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვალება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატკბობლით.
6. კონცენტრატისგან დამზადებულ ხილის წვენში წყალში ხსნადი მშრალი ნივთიერებების შემცველობა უნდა შეესაბამებოდეს აღდგენილი წვენისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №3-ით განსაზღვრულ ბრიქსის გრადუსის (რიცხვის) უმცირეს მნიშვნელობას. თუ კონცენტრატისაგან დამზადებული ხილის წვენი მზადდება ისეთი ხილისაგან, რომლის ბრიქსის გრადუსი (რიცხვი) არ არის დანართ №3-ით განსაზღვრული, აღდგენილი წვენის ბრიქსის გრადუსის (რიცხვის) უმცირეს მნიშვნელობად მიღებული უნდა იქნეს ხილის კონცენტრირებული წვენის მისაღებად განკუთვნილი ხილის წვენის ბრიქსის გრადუსი (რიცხვი).
7. კონცენტრირებული ხილფაფა შეიძლება შეიცავდეს ხილის ანალოგიური სახეობისაგან სათანადო ფიზიკური (მექანიკური) საშუალებით (მეთოდით) მიღებულ და აღდგენილ არომატიზატორს ან/და ხილის იმავე სახეობიდან მიღებულ ბუნებრივ (ნატურალურ) არომატიზატორს.
8. ხილის წვენი ან/და ხილის კონცენტრირებული წვენი ან/და კონცენტრატისაგან დამზადებული ხილის წვენი ან/და ხილის ნექტარი შეიძლება შეიცავდეს ხილის იმავე სახეობიდან სათანადო ფიზიკური (მექანიკური) საშუალებით (მეთოდით) მიღებულ აღდგენილ არომატიზატორს ან/და ხილის იმავე სახეობიდან მიღებული ბუნებრივ (ნატურალურ) არომატიზატორს, რბილობსა და ხილის უჯრედებს.
9. არომატიზატორის აღდგენა, არომატის ხარისხის შენარჩუნების ან სტაბილიზაციისათვის ხდება ხილის სათანადო ფიზიკური (მექანიკური) მეთოდებით დამუშავებით, რომელიც მოიცავს დაწურვას, ექსტრაქციას, დისტილაციას, ფილტრაციას, ადსორბციას, აორთქლებას, ფრაქციებად დაყოფასა და კონცენტრაციას. აღდგენილი არომატიზატორი მიიღება ხილის საკვებად ვარგისი ნაწილებისაგან, თუმცა იგი შეიძლება მიღებულ იქნეს ციტრუსების კანის ცივი დაწნეხვით მიღებული ზეთისგან და კურკის ნივთიერებებისაგან.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ
1. ბიზნესოპერატორი ვალებულია:
ა) უზრუნველყოს ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე.
2. შესაძლებელია ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დასაბუთებული იქნება, რომ გამოყენებული განსხვავებული მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა.
მუხლი 9🔗. VI 1 ფორმის სერტიფიკატის გაცემა
1. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილზე გაიცემა VI 1 ფორმის სერტიფიკატი (დანართი №4) იმ შემთხვევაში, თუ ყურძნის წვენი და ყურძნის ტკბილი დამზადებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილისგან ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისგან და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ყურძნის წვენსა და ყურძნის ტკბილზე VI 1 ფორმის სერტიფიკატი გაიცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. სერტიფიკატის მე-9 გრაფას ავსებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო მე-10 გრაფას – ის საგამოცდო ლაბორატორია, რომელსაც აკრედიტაცია გავლილი აქვს VI 1 ფორმის სერტიფიკატით განსაზღვრული მაჩვენებლების გამოკვლევაზე. აღნიშნული გრაფები დამოწმებული უნდა იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოსა და აღნიშნული ლაბორატორიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა ხელმოწერებით ან ხელმოწერით და ბეჭდით.
მუხლი 10🔗. შესაბამისობის კონტროლი
ხილის წვენებისა და სხვა მსგავსი პროდუქტების წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის დროს;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას;
გ) ბიზნესოპერატორის მიერ, შიდა საწარმოო კონტროლის დროს.
დანართი №1
განსაკუთრებული აღნიშვნები ზოგიერთი სახეობის ხილის წვენისა და სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის
ა) „vruchtendrank“ - ხილის ნექტარისათვის;
ბ) „Süßmost“ - აღნიშვნა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროდუქტის «Fruchtsaft» ან «Fruchtnektar» აღნიშვნასთან ერთად:
ბ.ა) ხილის ნექტარისათვის, რომელიც მიღებულია მხოლოდ ხილის წვენის, ხილის კონცენტრირებული წვენის ან ამ პროდუქტების ნარევისაგან, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში მაღალი ბუნებრივი მჟავიანობის გამო არ გამოიყენება;
ბ.ბ) ხილის წვენისათვის, რომელიც მიიღება ვაშლის ან მსხლისაგან, საჭიროების შემთხვევაში ვაშლის დამატებით, შაქრის დამატების გარეშე;
გ) «succo e polpa» ან «sumo e polpa» ხილის ნექტარისათვის, რომელიც მიღებულია მხოლოდ ხილფაფისაგან და/ან კონცენტრირებული ხილფაფისაგან;
დ) «æblemost», ვაშლის წვენისათვის, შაქრის დამატების გარეშე;
ე) «sur ... saft» - შავი მოცხარის, ალუბლის, წითელი მოცხარის, თეთრი მოცხარის, ჟოლოს, მარწყვისან ან ანწლის წვენისათვის გამოყენებული ხილის დანიურ ენაზე დასახელებასთან ერთად, შაქრის დამატების გარეშე;
ვ) 'sød ... saft' ან 'sødet ... saft' - შავი მოცხარის, ალუბლის, წითელი მოცხარის, თეთრი მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ან ანწლის წვენისათვის გამოყენებული ხილის დანიურ ენაზე დასახელებასთან ერთად, ერთ ლიტრში 200 გ -ზე მეტი შაქრის დამატებისას;
ზ) «äppelmust / äpplemust» - ვაშლის წვენისათვის, შაქრის დამატების გარეშე
თ) «mosto» - ყურძნის წვენის სინონიმი;
ი) «smiltsērkšķu sula ar cukuru» ან «astelpaju mahl suhkruga» ან «słodzony sok z rokitnika» ქაცვის წვენისათვის, ერთ ლიტრში არაუმეტეს 140 გ შაქრის დამატებისას.
დანართი №2
სპეციალური მოთხოვნები ხილის ნექტარისათვის
ხილის ნექტარის დასამზადებლად გამოყენებული ხილის დასახელება
ბოტანიკური დასახელება
ხილის წვენის და/ ან ხილფაფის მინიმალური შემცველობა
საბოლოო პროდუქტში
(% )
ხილი მჟავე წვენით, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში არ გამოიყენება
ალუბალი (ჩვეულებრივი)
(Sour cherry)
Prunus cerasus L.
25,0
ანწლი (Elderberry)
Sambucus nigra L. Sambucus canadensis
50,0
ასკილი (Rose hip)
Rosa canina L. Rosa sp. L.
40,0
ბალი (სხვა დანარჩენი)
(Other cherries)
Prunus avium L.
25,0
გარგარი (Apricot)
Prunus armeniaca L.
40
თუთა (Mulberry/blackberry)
Morus sp.
30
კვრინჩხი (Sloe)
Prunus spinosa L.
25,0
კომში (Quince)
Cydonis oblonga Mill.
25,0
ლიმონი და ლაიმი
(Lemons and limes)
Citrus limon (L.) Burm. f. Citrus limonum Rissa და
Citrus aurantifolia (Christm.) (swingle)
25,0
მარაკუია (Passion fruit)
Pasiflora edulis Sims. f. edulus Passiflora edulis Sims. f. Flavicarpa
O. Def.
25,0
მარწყვი (Strawberry)
Fragaria x. ananassa Duchense(Fragaria chiloensis Duchesne x Fragaria virginiana Duchesne)
40,0
მოცვი (Bilberry)
Vaccinium myrtillus L. Vaccinium corymbosum L. Vaccinium angustifolium
40,0
მოცხარი შავი (Blackcurrants)
Ribes nigrum L.
30,0
მოცხარი თეთრი (Whitecurrants)
(Whitecurrants)
Ribes rubrum L.
30,0
მოცხარი წითელი (Redcurrants)
(Redcurrants)
Ribes rubrum L.
30,0
ნარანჯილა (Quito naranjillos)
Solanum quitoense
25,0
ჟოლო (Raspberry)
Rubus idaeus L.
Rubus strigosus Michx.
40,0
ქაცვი (Seabuckthorn berries)
Hippophae elaeguacae Hippophae rhamnoides L.
25,0
ქლიავი (Plums)
Prunus domestica L. ქვესახეობა
domestica
50,0
ღოღნოშო (Quetsches)
Prunus domestica L. ქვესახეობა
domestica
30,0
შტოში (Cranberries)
Vaccinium macrocarpon Aiton Vaccinium oxycoccos L.
30,0
ცირცელი (Rowanberries)
Sorbus aucuparia L.
30,0
ხურტკმელი (Gooseberries)
Ribes uva-crispa
30,0
სხვა ხილი ამ კატეგორიის
-
25,0
ხილი დაბალი მჟავიანობის, რბილობით ან ძლიერი არომატის მქონე წვენით, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში არ გამოიყენება
აკაჟუ (Cashew fruits)
Anacardium occidentale L.
25,0
ანონა (Soursop)
Annona muricata L.
25,0
ანონა ბადისებრი (Bullock’s heart or custard apple)
Annona reticulata
25,0
ანონა ქერცლიანი
(Sugar Apple)
Annona squamosa L
25,0
ბანანი (Bananas)
Musa სახეობები, მათ შორის
M.acuminata და
M. paradisiacal
სხვა სახეობის ბანანის გამოკლებით
25,0
ბროწეული (Pomegranates)
Punica granatum L.
25,0
ბრაზილიური ქლიავი -
უმბუ (Umbu)
Spondias tuberosa Arruda ex Kost.
25,0
გუავა (Guavas)
Psidium guajava L.
25,0
ესპანური ქლიავი (Spanish
Spondias purpurea L.
25,0
plums)
ზღმარტლი ( Azeroles)
Neapolitan medlars
25,0
ლიჩი (Litchi/Lychee)
Litchi chinensis Sonn.
20,0
მანგო (Mango)
Mangifera indica L
25,0
პაპაია (Papaya)
Carica papaya L.
25,0
სხვა ხილი ამ კატეგორიისა
-
25,0
ხილი, რომლის წვენი გამოიყენება ბუნებრივ მდგომარეობაში
ანანასი (Pineapple)
Ananas comosus (L.) Merrill, Ananas sativis L. Schult. f.
40,0
ატამი (Peach)
Prunus persica (L.) Batsch var. persica
40,0
ვაშლი (Apple)
Malus domestica Borkh.
50,0
მსხალი (Pear)
Pyrus communis L.
40,0
ციტრუსები, გარდა ლიმონის და ლაიმისა (Citrus fruits except lemons and limes)
-
50,0
პომიდორი (ტომატი)
(Tomato)
Lycopersicum esculentum Mill.
50,0
სხვა ხილი ამ კატეგორიის
-
50,0
დანართი №3
ბრიქსის გრადუსის (რიცხვის) უმცირესი მნიშვნელობა აღდგენილი ხილის წვენისა და აღდგენილი ხილფაფისათვის
ხილის საერთო დასახელება
ბოტანიკური დასახელება
ბრიქსის გრადუსის (რიცხვის) უმცირესი მნიშვნელობა
ალუბალი(*)
(Sour Cherry)
Prunus cerasus L.
14,0
ანანასი (*) (Pineapple)
Ananas comosus (L.) Merr.
12,8
ატამი (**) (Peach)
Prunus persica (L.) Batsch var. persica
10,5
ბანანი (**) (Banana)
Musa x paradisiaca L. (excluding plantains)
21,0
გარგარი (**) (Apricot)
Prunus armeniaca L.
11,5
გრეიფრუტი (*) (Grapefruit)
Citrus x paradisi Macfad.
10,0
გუავა (**) (Guava)
Psidium guajava L.
8,5
ვაშლი (*) (Apple)
Malus domestica Borkh.
11,5
ლიმონი(*)
(Lemon )
Citrus limon (L.) Burm.f.
8,0
მანდარინი (*) (Mandarin)
Citrus reticulata Blanco
11,2
მანგო (**) (Mango)
Mangifera indica L.
13,5
მარაკუია (*) (Passion Fruit)
Passiflora edulis Sims
12,0
მარწყვი (*) (Strawberry)
Fragaria x ananassa Duch.
7,5
მოცხარი შავი (*) (Blackcurrant)
Ribes nigrum L.
11,0
მსხალი (**) (Pear)
Pyrus communis L.
12,0
პომიდორი (*) (Tomato)
Lycopersicon esculentum, Mill.
5,0
ჟოლო (*) (Raspberry)
Rubus idaeus L.
8,0
ფორთოხალი (*) (Orange)
Citrus sinensis (L.) Osbeck
11,2
ყურძენი (*) (Grape)
Vitis vinifera L. or hybrids thereof Vitis labrusca L. or hybrids thereof
16,0
(*) - ხილისგან დამზადებული წვენისათვის, უმცირესი ფარდობითი სიმკვრივე განსაზღვრული უნდა იქნეს წყალის მიმართ 20/20 0 C-ზე;
(**) - ხილისაგან დამზადებულ ხილფაფაში განსაზღვრული უნდა იქნეს მხოლოდ ბრიქსის უმცირესი არაკორექტირებული გრადუსი (რიცხვი) (მჟავის კორექციის გარეშე);
დანართი №4
VI 1 ფორმის სერტიფიკატი
1. ექსპორტიორი (დასახელება და მისამართი)
Exporter (name and address)
THIRD COUNTRY OF ISSUE:
გამცემი მესამე ქვეყანა
VI 1 Serial No:
VI 1 და No:
ევროკავშირში ღვინის, ყურძნის წვენის ან ყურძნის ტკბილის იმპორტირების დოკუმენტი
DOCUMENT FOR THE IMPORTATION OF WINE, GRAPE JUICE, OR GRAPE MUST INTO THE EUROPEAN COMMUNITY
2. მიმღები (ტვირთის)(დასახელება და მისამართი)
Consignee (name and address)
3. საბაჟო გამშვები პუნქტის ბეჭედი (ევროკავშირში გამოყენებისათვის)
Customs stamp (1) (For official EC use only)
4. სატრანსპორტო საშუალება და მისი დეტალები (1)
Means of transport and transport details (1)
5. გადმოტვირთვის ადგილი (თუ განსხვავდება მე-2 პუნქტისგან)
Place of unloading (if different from 2)
6. იმპორტირებული პროდუქცია
Description of the imported products
7. რაოდენობა ლ/ჰლ/კგ (2)
Quantity in l/hl/kg (2)
8. ბოთლების რაოდენობა
Number of bottles
9. სერტიფიკატი
CERTIFICATE
პროდუქტი არის
□ /ან არ არის □ განსაზღვრული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის. შეესაბამება ევროკავშირის მიერ ღვინის პროდუქტებისთვის დადგენილ განმარტებებს და კატეგორიებს და წარმოებულია ენოლოგიური მეთოდის გამოყენებით □, რომელიც რეკომენდებული და დადგენილია OIV/ □ მიერ და ავტორიზებულია ევროკავშირის მიერ.
The product described in (3) □ is/ □ is not intended for direct human consumption, complies with the Community definitions or categories of grapevine products and has been produced using oenological practices (3) □ recommended and published by OIV/ □ authorized by the Community.
უფლებამოსილი ორგანოს დასახელება და მისამართი: ადგილი და თარიღი:
Full name and address of the official agency: Place and date:
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, სახელი და თანამდებობა:
Signature, name and title of official:
ბეჭდის ადგილი:
Stamp:
(1) 10. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები (ზემოაღნიშნული პროდუქტის მახასიათებლები)
ANALYSIS REPORT (describing the analytical characteristics of the product described above)
ყურძნის ტკბილისა და ყურძნის წვენისთვის
FOR GRAPE MUST AND GRAPE JUICE
სიმკვრივე
Density:
დუღილის პროცესში მყოფი ღვინისა და ყურძნის ტკბილისათვის
FOR VINE AND GRAPE MUST STILL IN FERMENTATION
საერთო სპირტშემცველობა: ფაქტობრივი სპირტშემცველობა:
Total alcohol strength: Actual alcohol strength
ყველა პროდუქტისთვის
FOR ALL PRODUCTS
მშრალი ექსტრაქტის საერთო რაოდენობა: გოგირდის დიოქსიდის საერთო რაოდენობა:
Total dry extract: Total sulphur dioxide:
საერთო მჟავიანობა: აქროლადი მჟავიანობა: ლიმონმჟავა:
Total acidity: Volatile acidity: Citrical acidity:
აკრედიტირებული ლაბორატორიის დასახელება და მისამართი:
Full name and address of the recognized laboratory: ადგილი და თარიღი:
Place and date:
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა,სახელი და თანამდებობა:
Signature, name and title of official:
ბეჭდის ადგილი
Stamp:
რაოდენობა
Quantity
11.თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დამადასტურებელი საბაჟო დოკუმენტის ნომერი და თარიღი
No and date of customs document of release for free circulation and of the extract
12. მიმღების (ტვირთის) დასახელება და მისამართი
Full name and address of consignee (extract)
13. კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი
Stamp of the competent authority
არსებული
Available
განკუთვნილი
Attributed
არსებული
Available
განკუთვნილი
Attributed
არსებული
Available
განკუთვნილი
Attributed
არსებული
Available
განკუთვნილი
Attributed
14. შენიშვნები
Other remarks