,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54 |
|
2017 წლის 11 დეკემბერი აბაშა |
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
2. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
|
2.გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა.
3. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამა.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
5. მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა.
6. დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
7. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (0-დან 18 წლის ასაკამდე) ოჯახების დახმარების პროგრამა.
8. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა.
9. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა.
10. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა)
11. მრავალშვილიანი ოჯახების(3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
12. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა.
13. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა.
14. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა.
2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა.
3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა.
4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის, ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი);
გ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის, სტატუსის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;
დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი საჭიროების შემთხვევაში;
ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის განყოფილებიდან);
ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად აუცილებელია ბავშვების მამა იყოს აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის განყოფილებიდან;
ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ან ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის განყოფილებიდან).
2. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.
3. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ: მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა), გარდა 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისა და ბენეფიციარებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 150.000 -მდე.
4. ბენეფიციარმა (ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა), რომლის სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება, მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა№100/ა;
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ე) კალკულაცია (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას);
ზ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში);
თ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან(არსებობის შემთხვევაში);
ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას, ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან, გადასახდელი თანხის დავალიანების (გადავადების) თაობაზე.
5. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
დ) საკეისრო კვეთა და ფიზიოლოგიური მშობიარობა;
ე)ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით გამოწვეული და სქესობრივი
გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) უხუცესის ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანძრის შემთხვევაში – ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან (შესაბამისი აქტის ასლი) სხვა სტიქიისას, შესაბამისი კომისიის აქტი(ოქმი);
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან გაცემული ცნობა(რეკომენდაცია);
ე) განადგურებული საცხოვრებლის ფოტოსურათი;
ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
2. დახმარება გაიცემა საცხოვრებლის სრულად განადგურებისას.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
2. დახმარების მისაღებად აუცილებელია ბავშვების მამა იყოს აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან
დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან
დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ–ფორმა№100/ა;
დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
2. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოსადგენი იქნება ყოველთვიურად.
ა) ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
2. გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა:
ა) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში – ოჯახზე 200 (ორასი) ლარი.
3. ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამა:
ა) II მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 300 (სამასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);
ბ) სხვა ომის მონაწილეებზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
5. მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა:
ა) მე-3 და მეტი შვილის დაბადების შემთხვევაში – ერთ შვილზე 300 (სამასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
6. დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:
ა) დედ-მამით ობოლ ბავშვზე – 300 (სამასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ);
7. მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (0-დან 18 წლის ასაკამდე) ოჯახების დახმარების პროგრამა:
ა) მარჩენალდაკარგულ ბავშვზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
8. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა:
სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების თანადაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს:
ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 150.000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 150 (ასორმოცდაათი)ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 100%-ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 80%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2.000 (ორი ათასი) ლარისა;
ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 150.000 ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულები, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 200 (ორასი) ლარიდან ღირებულების – 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
გ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, 501 (ხუთასერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში-80%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2.000 (ორი ათასი) ლარისა.
9. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა:
ა) 100 წელს გადაცილებულ უხუცესზე – 500 (ხუთასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
10. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა):
ა) სტიქიით დაზარალებულ ოჯახზე – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.
11. მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა:
ა) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 3 და მეტი 18 წლის ასაკამდე შვილი, თითოეულ ბავშვზე – 100 (ასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
12. ყრუ-მუნჯებისა და ,,ჩერნობილელთა“ დახმარების პროგრამა:
ა) ყრუ-მუნჯსა და „ჩერნობილის“ მონაწილეზე – 200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
13. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (1-ლი ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირზე – 200 (ორასი) ლარი (წელიწადში ერთჯერ).
14. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა:
ა) დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფებზე ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად – 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
2. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია).
3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას ასევე უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
4. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.
5. სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი კომისიის სხვა წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში. ასევე, იგი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე;
4. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომის მუშაობას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ.
6. კომისიის თავმჯდომარე შემოსულ განცხადებებს, დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენის მიზნით, გადაუნაწილებს კომისიის წევრებს (შესაბამისი სამსახურის შესაბამის სპეციალისტებს).
7. საჭიროების შემთხვევაში კომისია აწარმოებს მონიტორინგს.
8. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს ამავე კომისიის მდივანი.
5. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიისმდივანი.
6. კომისიის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს).
2. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
3. საგარანტიო წერილის გამოყენების ვადა განისაზღვროს გაცემიდან 3(სამი) თვის განმავლობაში.
2. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.
დანართი №2
2. ქალაქ აბაშაში ფუნქციონირებს ერთი უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის, სადაც დღეში ერთხელ ყოველდღიურად იკვებება 50 ბენეფიციარი.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
3. უფასო სასადილოს მონიტორინგს აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი.