ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე საჯარო შეტყობინების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/19498-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/19498-17

განჩინება

საქართველოს სახელით

საჯარო შეტყობინების შესახებ

2017 წლის 27 ივლისი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეა ბერაია

განმცხადებელი − შემოსავლების სამსახური.

მოთხოვნის არსი − ქონების უპატრონოდ ცნობა.

 გამოარკვია:

2017 წლის 21 ივლისს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ქონების (დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა) უპატრონოდ ცნობა და მისი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა.

განმცხადებელი თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

ი/მ მერაბ კარიჭაშვილმა უარი განაცხადა დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (9,01 კუბ. მ) მიღებაზე იმ მოტივით, რომ მისი მოსაზრებით, მასალას დაკარგული აქვს პირვანდელი სასაქონლო სახე და აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები. აღნიშნულ ფაქტზე შედგენილია „ოქმი“. აღნიშნული საქონელი იმყოფება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ფაქტობრივ მფლობელობაში და დროებით განთავსებულია ქ. თბილისი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზა 02-ის ტერიტორიაზე.

განმცხადებელმა მოითხოვა, უპატრონოდ იქნეს ცნობილი და სახელმწიფოს გადაეცეს საკუთრებაში შემდეგი ქონება:

1. დახერხილი, ჩამოგანული, წიწვოვანი ხის მასალა, ფიცარი შრობის გარეშე, სხვადასხვა სიგანის, სიგრძე 5მ, სისქე 2,5-3 სმ. ფიცრებზე შეიმჩნევა ცალკეული ხარვეზები (ქერქის მზირე ნარჩენების პლასტებზე და კიდეებზე).

2. დახერხილი, ჩამოგანული წიწვოვანი ხის მასალა, ძელი, საერთო რაოდენობით 81 ცალი, რაიმე შრობის გარეშე, სხვადასხვაა სიგანის, სიგრძე  5მ, სისქე 6X14სმ, 8X10სმ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელმა წარმოადგინა ქონების ჩამონათვალი, რომელიც ცნობილი უნდა იქნეს უპატრონოდ მათი განმასხვავებელი ნიშნებისა და მტკიცებულებების მითითებით, რომლითაც დგინდება მესაკუთრეთა მხრიდან ამ ქონების მიტოვების ფაქტი, ასევე მტკიცებულებების მითითებით იმის თაობაზე, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური არ დაუფლებია ისეთ ქონებას, რომლის დაუფლების უფლებაც მას არ გააჩნდა და რომლის დაუფლებაც კანონით არ იკრძალება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს: იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ, განმცხადებლის ვინაობას, იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში, დღიდან პუბლიკაციისა.

კანონის დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს პუბლიკაციის გამოქვეყნება გაზეთ „ახალი თაობაში“ ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს სხვა პირთა პრეტენზიის გამოვლენის მიზნით.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 337-341-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გამოქვეყნდეს საჯარო შეტყობინება (ცნობა) შემდეგი სახით:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თეა ბერაიას წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (№2/19498-17) შემოსავლების სამსახურის განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე.

3. უპატრონოდ საცნობ ქონებას წარმოადგენს:

1. დახერხილი, ჩამოგანული, წიწვოვანი ხის მასალა, ფიცარი შრობის გარეშე, სხვადასხვა სიგანის, სიგრძე 5მ, სისქე 2,5-3 სმ. ფიცრებზე შეიმჩნევა ცალკეული ხარვეზები (ქერქის მზირე ნარჩენების პლასტებზე და კიდეებზე);

2. დახერხილი, ჩამოგანული წიწვოვანი ხის მასალა, ძელი, საერთო რაოდენობით 81 ცალი, რაიმე შრობის გარეშე, სხვადასხვაა სიგანის, სიგრძე 5მ. სისქე 6X14სმ, 8X10სმ.

4. განემარტოთ დაინტერესებულ პირებს, რომ თუ მათ გააჩნიათ პრეტენზია ზემოაღნიშნულ ქონებაზე, რომლის უპატრონოდ გამოცხადებასაც მოითხოვს შემოსავლების სამსახური, შეუძლიათ თავიანთი უფლებების შესახებ განაცხადონ თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

5. თუ სასამართლოში შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო თავისი განჩინებით განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე. თუ დანიშნული ვადის გასვლამდე სასამართლოში არ შემოვა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოჰკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

6. განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                             თეა ბერაია