საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წლიური ანგარიში
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
(2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე)
1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 246 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიღებული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 137 ერთეული. 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის პირველი იანვრის ჩათვლით შემოსულია 16 განცხადება, იანვარში - 30, თებერვალში - 28, მარტში - 15, აპრილში - 17, მაისში - 27, ივნისში - 25, ივლისში - 18, აგვისტოში - 15, სექტემბერში -18, ოქტომბერში -22, ნოემბერში - 13, პირველი დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე 2 განცხადება.
2. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული 246 განცხადებიდან:
● მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა 198 შემთხვევაში, ხოლო 1 შემთხვევაში არ გასულა ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადა;
● 18 შემთხვევაში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ, მათ შორის 4 შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილი არ იყო დაცული სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ხოლო 14 შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილი შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს;
● 10 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
● 2 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ერთ შემთხევაში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არქივში არ იყო დაცული, ხოლო მეორე შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს;
● საჯარო ინფორმაციის შესახებ შემოსული განცხადებებიდან მოთხოვნის დაზუსტება განმცხადებელს ეთხოვა 17შემთხვევაში, საიდანაც 8 შემთხვევაში მოთხოვნა არ დაზუსტებულა;
● საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულიგანცხადებებიდან 238 შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მომზადება/გაცემა და განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა დაუყოვნებლივ ან/და კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, ხოლო 7 შემთხვევაში ინფორმაციის დამუშავების მიზნით მოთხოვნილ იქნა დამატებითი ვადა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა განმცხადებელს.
● საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
● საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 246 შემთხვევიდან:
240 განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო გადილიამ;
5განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა მარიამ ივანიშვილმა.
3. 2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება/შეგროვება ხორციელდებოდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს გათვალისწინებული საფუძვლებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პერსონალური მონაცემები არ გაცემულა.
4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი.
5. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
6. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის მონაცემების ელექტრონულ სისტემაში ავტომატურ რეგისტრაციას. ამასთან,სამინისტრო აწარმოებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ფაილური სისტემის (მონაცემთა ბაზა) კატალოგს (4 ერთეული): ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული პროგრამა, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოქალაქეებზე საშვების გაცემის ელექტრონული ფაილი, ინფორმაცია საქართველოს სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ, რომელიც პერიოდულად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება განახლებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ დანერგილ ფაილური სისტემათა კატალოგების ელექტრონული რეესტრის მეშვეობით (ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.catalog.pdp.ge), რაც თითოეულ მონაცემთა დამმუშავებელს აძლევს საშუალებას ელექტრონული ფორმით წარადგინოს ან/და განაახლოს ფაილური სისტემის შესახებ ინფორმაცია.
7. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სამინისტროს მიმართ სარჩელი არ დაფიქსირებულა.
8. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ დაფიქსირებულია ერთი ადმინისტრაციული საჩივარი (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, საჩივრის ავტორს დამატებით განემარტა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არ იყო დაცული, ასევე მიეწოდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შესახებ ინფორმაცია. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ მიუმართავს).
9. სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სამინისტროსათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
10. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მიერ ინფორმაციის გაცემის მოსაკრებელი მოთხოვნილია სულ 34 შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ გადასახდელი მოსაკრებლის საფასური გადახდილია 31შემთხვევაში, რაც ჯამში შეადგენს 145.80 ლარს. დანარჩენ 3 შემთხევაში, დღევანდელი მდგომარეობით, ინფორმაცია მომზადებულია და განმცხადებელს გადაეცემა მოსაკრებლის გადახდისთანავე.
11. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ოქტომბრის N05/72 ბრძანებით, დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.
საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია ვებ გვერდის − MY.GOV.GE და სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონული მისამართის – mc@culture.gov.ge მეშვეობით.