სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2017 წლის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე
მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ:
- ადმინისტრაციაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 141 მოთხოვნა;
- საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე ადმინისტრაციაში მოთხოვნა არ შემოსულა;
- ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
- დაკმაყოფილდა 135 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
- არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
- განხილვის პროცესშია ადმინისტრაციაში შემოსული 6 საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა.
საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ:
- ადმინისტრაციაში მუშავდება და ინახება შემდეგი საჯარო მონაცემთა ბაზები:
- უკუკავშირის, ანალიზისა და რეაგირების სამმართველოს მიერ წარმოებული - საინფორმაციო ბაზა;
- ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა;
- სტატისტიკური მონაცემთა ბაზა;
- ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზა;
- ადმინისტრაციის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
- პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემა არ განხორციელებულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ:
- საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის დარღვევის საფუძვლით არ გამოვლენილა დისციპლინური სახდელის დადების არცერთი ფაქტი.
იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას:
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე:
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილითანხების შესახებ:
- ზემოაღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.