ვანის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე
2017 წელს ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 68 განცხადება, დაკმაყოფილდა 68.
2017 წელს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე ხარჯები არ გაწეულა.
განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოხელეების მიერ:
1. დავით გაბუნია, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ - 30.
2. ზვიად კაპანაძე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი, გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ - 3.
3. მიხეილ სვანაძე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ - 4.
4. მამუკა ნამიჭეიშვილი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ -8.
5. ირაკლი ჭაფოძე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ - 2.
6. გიორგი ნამიჭეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის (ყოფილი)უფროსი, გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ - 5.
7. ივანე მამფორია, პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ - 15.
8. ვანდა გიორგაძე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი,
. გადაწყვეტილებათა რაოდენობა დაკმაყოფილების შესახებ - 1.
დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა.
2017 წელს პერსონალური მონაცემების სხვისთვის გაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
2017 წელს საჯარო მოსამსახურეების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინარული სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.