საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ
2017 წლის საანგარიშო პერიოდში (11.12.16-08.12.17) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია 88 წერილი/განცხადება. აქედან, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, განმეორებით 4 წერილი/განცხადება შემოვიდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პასუხი გაეცა 87 მოთხოვნას, 1 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება. ამასთან, საანგარიშო პერიოდში:
• საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით (3 წერილზე პასუხი გაიგზავნა დაგვიანებით, მოთხოვნილი ინფორმაციის დიდი მოცულობიდან გამომდინარე).
• საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვთ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი ფლობს საინფორმაციო ბაზას სამინისტროს კორესპონდენციის შესახებ. აღნიშნული ბაზების მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
• საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემოსულ ყველა წერილზე/განცხადებაზე შესაბამისი პასუხი იგზავნება. არასრულყოფილი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) მიწოდების გამო, მხოლოდ ერთი პასუხი გასაჩივრდა სამინისტროში ადმინისტრაციული წესით, რომელიც განიხილეს შესაბამის სამსახურში და დააკმაყოფილეს ნაწილობრივ.
ნოდარ კერესელიძე
მინისტრის პირველი მოადგილე