ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ,,ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიშს:

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში 26 (ოცდაექვსი) მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე, მოთხოვნა არ შემოსულა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 26 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) 2017 წლის საანგარიშო პერიოდში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს კანონის

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ე) საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

ამასთან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია წარმოგიდგენთ 2017 წლის დეტალურ წლიურ ანგარიშს:

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის მოთხოვნით მომართა შემდეგმა პირებმა და ორგანიზაციებმა:

● სხვა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;

● სხვა დემოკრატიის ინსტიტუტი;

● ააიპ. ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი’’

● სხვა მმართველობის განვითარების ცენტრი;

● ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;

● ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

● რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო;

● ა/ო დემოკრატ მესხთა კავშირი;

● საქ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

● სხვა კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრი;

● სხვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

● მოქალაქე ნიკა გურინი;

● ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

● მოქალაქე თეონა დანგაძე;

● ს.ს.ი.პ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო;

● სხვა საერთო სამოქალაქო მოძრაობა;

● სხვა მთის განვითარების ცენტრი;

● სხვა მთის განვითარების ცენტრი;

● მოქალაქე მაია იველაშვილი;

● სხვა ფრაქცია საქართველოს პატრიოტები;

● სხვა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;

● საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

● პარტია ევროპული საქართველო;

● ააიპ. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია.

● სამცხეთ-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი ,,სამხრეთის კარიბჭე“;

● ა/ო დემოკრატ მესხთა კავშირი.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2017.
როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“?
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 08.12.2017. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ანგარიში“, №0, 08.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3891783/