დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, აყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდნენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ჯგუფს (კლასტერი):

1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;

ბ) სტრატეგიულ მართვაზე;

გ) მატერიალური რესურსების მართვაზე;

დ) ადამიანური რესურსების მართვაზე.

2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი;

ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი;

გ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.

3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.

4.  ტექნიკური პერსონალი:

ა) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

ბ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

გ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

დ) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;

ე) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.

5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით,  შესაძლებელია, სხვადასხვა კლასტერში მითითებულ რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთიდაიგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებაში და ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კლასტერებში მითითებულ სტანდარტებს.

6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, დამოუკიდებლად არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.

თავი III

ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტე