ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი პეტრე ყაველაშვილი.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

2016 წლის 08 დეკემბრიდან 2017 წლის 07 დეკემბრამდე ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 18 (თვრამეტი) განცხადება შემოვიდა, რომელთაგანაც 13 (ცამეტი)  დაკმაყოფილდა სრულად, 4 (ოთხი) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 (ერთი) არ დაკმაყოფილდა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოსულა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2017.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“?
„ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“ მიღებულია 07.12.2017. მიმღები ორგანო — ბოლნისის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის ანგარიში“, №0, 07.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3892439/