📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა) კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2017
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 895 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.11.2017 შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.06.2022 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.12.2017 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 21.12.2017 მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცებისშესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა) კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა) კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა)კომისიის დებულება, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა) კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16  ივლისის  №13  დადგენილება. (სსმ ვებგვერდი 16/07/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016090.) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავესაჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი დანართი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა)კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა) კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა (კულტურა, განათლება, ახალგაზრდობა) კომისია (შემდგომ - კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ; დ) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას; ე) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ. ვ) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს; ზ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის ქვოტას; თ) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას; ი) საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას; კ) საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციებს, ადგენს ფარული კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას; ითვლის და აცხადებს ფარული კენჭისყრის შედეგებს; ლ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ; მ) საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ; ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდების შესახებ. 2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე და საკრებულოს რეგლამენტის 26-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებს, სპეციალისტებს  და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.